რუსმა ოპოზიციონერებმა საკუთარ რიგებში „ფეესბეს“ აგენტები გამოავლინეს... რუსმა ოპოზიციონერებმა საკუთარ რიგებში „ფეესბეს“ აგენტები გამოავლინეს... />


  17:44:16     03-07-2012

რუსმა ოპოზიციონერებმა საკუთარ რიგებში „ფეესბეს“ აგენტები გამოავლინეს...

a19670.jpg

რუსული ოპოზიციის მომხრეთა ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ცნობილმა ბლოგერმა და ოპოზიციის ლიდერმა, ნავალნიმ სახელმწიფო ავიაკომპანია „აეროფლოტის“ დირექტორთა საბჭოში თანამდებობა მიიღო, ანუ პუტინმა დაასაქმა („აეროფლოტის“ აქციათა საკონტროლო პაკეტის 51 % სახელმწიფოს, ანუ ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის), მასების რევოლუციური აქტიურობა ჩაცხრა.

ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი, ედუარდ ლიმონოვი ცნობილი საბჭოთა დისიდენტის, ვლადიმერ ბუკოვსკის ციტირებას ახდენს: „აი რას ფიქრობს ამის თაობაზე ყურადღებიანი და ყოველთვის პატიოსანი ვლადიმერ ბუკოვსკი. მან ნება დამრთო,  მისი ციტირება მომეხდინა და მას ინგლისურიდან ვთარგმნი“:

„ ეს დიდი უბედურებაა. ჯერ ერთი და, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „აეროფლოტი“ „გრუ“–ს მიერ კონტროლირებადი ორგანიზაციაა. მეორეც, საპროტესტო მოძრაობა შეიგრძნობს, რომ იგი ნავალნის მიერ სარფიანი თანამდებობის დასაკავებლად იქნა გამოყენებული. და მესამე, ის ფაქტი, რომ ინიციატივა მოდიოდა ალექსანდრე ლებედევისგან (ბიზნესმენი, ბლოგერი, „აეროფლოტის“ დირექტორთა საბჭოს წევრი) ეს კიდევ უფრო უარესია. ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანიშვნაში კრემლია გარეული.

მოკლედ, ნავალნი დასრულებულია და მის გადაწყვეტილებას საპროტესტო მოძრაობაზე ნეგატიური ეფექტი ექნება. იყო თუ არა იგი თავიდანვე კრემლის პროექტი?“

ცხადია, თავად ნავალნი მისი მისამართით ყველა ეჭვს კატეგორიულად უარყოფს და მიიჩნევს, რომ „აეროპლოტის“ დირექტორთა საბჭოში მისი დანიშვნა სრულიად ნორმალური და ბუნებრივიცაა.

იმავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ ნავალნის მიმართ ბრალდების წაყენება პირველად როდი ხდება. თავის დროზე მისი ინიციატივით ციხეში რეალურად სამი წლით ჩასვეს ცნობილი ოპოზიციონერი ნაციონალისტი, მაქსიმ მარცინკევიჩი. თანაც მას შემდეგაც, რაც დასავლეთმა ნავალნი ე.წ. თეთრი რევოლუციის მთავარ ლიდერად გამოაცხადა, მან მარცინკევიჩის წინაშე ბოდიში არ მოიხადა.

ასევე უნდა შევნიშნოთ, რომ „თეთრი რევოლუციის“ ზოგიერთი მომხრე მიიჩნევს,რომ „ფეესბეს“ პროექტია Pussy Riot–იც. ჩეკისტთა ჩანაფიქრით, „თეთრმა რევოლუციონერებმა“ Pussy Riot–ს მხარი უნდა დაუჭირონ და მათ დასაცავად გამოვიდნენ, რითაც საკუთარი თავის კომპრომეტირებას მოახდენენ…

0

ავტორი: