ფესტივალ „არტ–გენი 2012“ –ის გახსნა კახეთში, ილიას ტბაზე ფესტივალ „არტ–გენი 2012“ –ის გახსნა კახეთში, ილიას ტბაზე />


  08:37:58     03-07-2012

ფესტივალ „არტ–გენი 2012“ –ის გახსნა კახეთში, ილიას ტბაზე

a19650.jpg

3 ივლისს ფესტივალი “არტგენი 2012“ ყვარელში, ილიას ტბაზე გაიხსნება.  ფესტივალზე წარმოდგენილნი, იქნებიან ხალხური სიმღერის, ინსტრუმენტალური მუსიკის, ქორეოგრაფიის,  ზეპირსიტყვიერებისა და რეწვის ოსტატები  კახეთის რეგიონდან , ასევე სპეციალურად მოწვეული სტუმრები თბილისისა და სხვადასხვა რეგიონებიდან : ანსამბლი "სნო", საბრძოლო ხელოვნება "შავფაროსნები" და სხვ.

წლევანდელი ფესტივალის თემაა "გაუფრთხილდი ოჯახს" , რაც გულისხმობს ყველა ღირებული ოჯახური ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გაფრთხილებასა და თაობიდან თაობაზე გადაცემას.

რეგიონალური ტური საქართველოს კიდევ რამდენიმე ქალაქს ზუგდიდს, წყალტუბოს, ჩოხატაურსა და ფოთს მოიცავს, ხოლო 21 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით „არტ–გენი“–ს  შემაჯამებელი 9 დღიანი დასკვნითი ნაწილი ტრადიციულად  თბილისში, გ. ჩიატაიას სახელობის საქართველოს ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება.

ფესტივალი არტ–გენი უკვე მეცხრე წელია წარმატებით ტარდება ჯგუფი ”არტ-გენი”–ის ორგანიზებით და მის ძირითად მიზანს წარმოადგენს ქართული ფოლკლორის და სხვადასხვა ძირძველი ტრადიციების მოძიება და მათი პოპულარიზაცია.

ფესტივალი „არტ–გენი 2012“  რეგიონებში

·                    6 ივლისი: სამეგრელო, ზუგდიდი (ბოტანიკური ბაღი)

·                    8 ივლისი: იმერეთი, წყალტუბო (ცენტრალური პარკი)

·                    10 ივლისი: გურია, ჩოხატაური (გორაბერეჟოულის ტყე-პარკი)

·                    12 ივლისი: ფოთი (მალთაყვას ტყე-პარკი)

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ

ფესტივალის მხარდამჭერები: კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროქალაქ თბილისის მერია.

ფესტივალის გენერალური სპონსორი: ბანკი კონსტანტა

ფესტივალის სპონსორი: აფთიაქების ქსელი „ფარმადეპო“

ფესტივალის პარტნიორები: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და . ჩიატაიას სახელობის  ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ და საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრიკავკასია

0

ავტორი: