15:27:49     02-07-2012
ლუკაშენკომ თურქმენბაშის ყოფილი „ბოინგი“ შეიძინა

როგორც საიტ charter97.org–ს ბელორუსიის ეროვნული ავიაკომპანია „ბელავიადან“ ინფორმირებულმა წყაროებმა აუწყეს, ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ თურქმენეთის აწგანსვენებული პრეზიდენტის, საფარმურატ ნიაზოვის ყოფილი თვითმფრინავი შეიძინა. „ბელავიასა“ და Turkmenistan Airlines–ს შორის დაიდო ხელშეკრულება Boeing-767-300ER–ის შეძენის შესახებ. ეს ძვირადღირებული გარიგება დაფინანსდა ბელორუსის სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
თვითმფრინავი სერიული ქარხნული ნომრით 33968/926 მანამდე ატარებდა სარეგისტრაციო ნიშანს EZ-A700 და ემსახურებოდა „ყოველთა თურქმენთა მამას“ , თურქმენეთის პრეზიდენტს, საფარმურად ნიაზოვს. მისი გარდაცვალების შემდეგ თვითმფრინავი თურქემენეთის სამთავრობო ავიარაზმში დარჩა. თუმცა თურქმენეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს, გურბანგული ბერდიმუჰამედოვს მისით არ უსარგებლია, რადგანაც მიაჩნდა, რომ გარდაცვლილის თვითმფრინავით სარგებლობა ცუდის ნიშანი გახლდათ.
სამაგიეროდ, ბელორუსიის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშნკოს დიდი ხანია თვალში მოუვიდა თურქმენბაშის ეს „ბოინგი“. საბოლოოდ, მინსკში ბერდიმუჰამედოვის ვიზიტის დროს მან თურქმენეთის პრეზიდენტი დაითანხმა, მისთვის ეს თვითმფრინავი მიეყიდა. ოღონდ,რამდენად, ეს „ბელავიაში“ საგანგებოდ გასაიდუმლოებულია.
თუმცა, ცნობილია, რომ Boeing-767-300ER–ის ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე მოდიფიკაციიდან გამომდინარე, შეადგენს 124–დან 160 მილიონ დოლარამდე. აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნიაზოვის თვითმფრინავი ექსკლუზიურად VIP–ვარიანტში იყო დამზადებული: სალონი ნატურალური ტყავიაა და ძვირფასი ხისგან იყო გაწყობილი, ხოლო საშხაპეში და ტუალეტში სანტექნიკა ძვირაფასი მეტალებისა და ქვების გამოყენებით იყო დამზადებული.
ამას გარდა, ეს თვითმფრინავი აღჭურვილი იყო ასევე „მიწა–ჰაერი“ და „ჰაერი–ჰაერი“ კლასის რაკეტებისგან თავდასაცავი სისტემებით და და ასევე საპარაშუტო მოწყობილობით. მსგავსი რამ ჩვეულებრივ სამგზავრო თვითმფრინავებს არ გააჩნიათ. ამიტომაც, თვითმფრინავზე გადახდილი თანხა ზემოთდასახელებულ სავარაუდო ფასზე შესაძლოა, ორჯერ–სამჯერ უფრო მეტი ყოფილიყო.
0