11:43:11     02-07-2012
სეპარატისტები ერთმანეთს დაერივნენ: ცხინვალში მილიონობით რუსული რუბლი "უკვალოდ გაქრა"

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „გენპროკურორი მერაბ ჩიგოევი ჯერ კიდევ 25 მაისს აცხადებდა, რომ „პრეზიდენტ“ ლეონიდ თიბილოვის მიერ წინა მთავრობის საქმიანობის კომპლექსურად შესასწავლად გამოყოფილი ორი თვე არ ეყოფოდა. მისივე თქმით, ამისთვის მას, როგორც მინიმუმ, კიდევ 2–3 თვე მაინც დასჭირდებოდა. ჩიგოევის პროგნოზით, ამ დროისათვის, იმათი სია, ვის მიმართაც რუსული დახმარების მითვისების გამო პრეტენზია ექნებოდათ, არსებითად გაიზრდება.
„გენპროკურორმა“ რუსული დახმარების ბოლო ორი წლის მანძილზე ათვისების შემოწმების შუალედური შედეგები შეაჯამა: აღძრულია ხუთი სისხლის სამართლის საქმე, კიდევ ორი დასრულების სტადიაშია. ამას გარდა, კიდევ 28 საქმე, რომელიც ხანგრძლივი დროის მანძილზე უმოძრაოდ იყო, უახლოეს დღეებში განახლდება.
საქმეებზე პრეტენზიები ათობით მილიონობით რუბლს შეეხება, აფერების თემატიკა კი ასეთია – დაწყებული ბაღების გაშენებიდან, გზების რემონტით დასრულებული. სამართალდარღვევათა მასშტაბები, რომლის გამოსაძიებლად თიბილოვმა ჩიგოევს ორთვიანი ვადა დაუწესა, საკმარისი არ აღმოჩნდა.
„გენპროკურატურის“ მოსაზრებით, მათი დასრულებისათვის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აუცილებელია მინიმუმ კიდევ 2–3 თვე მაინც და მოიჯარე რუსული კომმპანიების მოსაძებნად რუსეთის გენპროკურატურის დახმარება.
ამ სიტუაციაში „სამრეთ ოსეთის“ „ხელისუფლების“ მიზანდასახულობა სრულიად გასაგებია: სად გაქრა მოსკოვის მიერ მათთვის დახმარების მიზნით გამოყოფილი მილიარდები, ამის პროგნოზირება შეუძლებელია. ხალხი, რომელიც ამ ხნის მანძილზე საცხოვრებლისა და სხვა ყოფითი პირობების გაუმჯობესების მოლოდინშია, მოითხოვს, გაირკვეს, სად წავიდა ფული?
მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ „სამხრეთ ოსეთის“ „ხელისუფლებისადმია“ მიმართული. რაც შეეხება რუსეთს, მათთვის ამ პრობლემების გადაჭრის თაობაზე საკითხი არავის დაყენებია. რადგანაც ეს ასეა, გამოდის, რომ რუსეთის ხელისუფლებაში არ არსებობს იმის საჭიროება, „სამხრეთ ოსურ“ კორუფციაში გაერკვიონ. ყოველ შემთვევაში, ასეთია რუსული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International–ის დირექტორის მოადგილის, ივან ნინენკოს მოსაზრება.
მისივე მოსაზრებით, ეს ნიშნავს იმას, რომ სიტუაცია არასაიმედოა და იმის სურვილი ექნებათ, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. მკვდარი წერტილიდან ამ საკითხის დაძვრა რუსეთში საზოგადოებრივ ინსტიტუტებსაც შუძლიათ: „თუ შეიქმნა სიტუაცია, რომ რუსეთის იმ მოქალაქეთა მიმართ, ვინც ამ კორუფციულ სკანდალში, ან სქემაშია გარეული და მათი საქმეები არ იქნება გამოძიებული, ჩვენ მზადა ვართ ამას ყურდაღება მივაქციოთ. ოღონდ, უნდა მოგვმართონ ამის გამო. ჩვენ დიდი სიამოვნებით დავეხმარებით მივაღწიოთ გამოძიების დაწყებას იმ პირების მიმართ, ვინც კორუფციაშია გარეული“.
0