05:58:57     02-07-2012
კურსდამთავრებულთა პირველი გამოშვება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კურსდამთავრებულთა პირველ გამოშვებას დაესწრო. პრეზიდენტმა კადეტებს სრული საშუალო განათლების ატესტატი და შესაბამი სამხედრო სერთიფიკატები გადასცა.
კურსადამთავრებულთა საზეიმო ცერემონიას თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე და სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ლიცეუმში სწავლება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიხედვით მიმდინარეობდა. კადეტებმა დამატებითი პროგრამით ფიზიკური მომზადება, ისტორია, სამხედრო საქმე, ტოპოგრაფია და ინფორმატიკა გაიარეს. მათ სამხედრო საველე მეცადინეობებიც ჩაუტარდათ, სადაც ტაქტიკური, საცეცხლე, საინჟინრო და სამედიცინო მომზადება და კავშირგაბმულობა შეისწავლეს.
სწავლების პერიოდში კადეტები უზრუნევლყოფილი იყვნენ კვებით, საცხოვრებელი ადგილით (ყაზარმა), სამედიცინო მომსახურებით, ყველა საჭირო ინვენტარითა და აღჭურვილობით.
კადეტები, რომლებმაც ლიცეუმი დაასრულეს სწავლის გაგრძელების არჩევანში თავისუფალი არიან, თუმცა მათ უმეტესობას სწავლის გაგრძელება ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სურს.
mod.gov.ge
0