რუსეთის პრემიერი დონეცკში არ შეუშვეს რუსეთის პრემიერი დონეცკში არ შეუშვეს />


  13:11:12     30-06-2012

რუსეთის პრემიერი დონეცკში არ შეუშვეს

a19603.jpg

უკრაინასა და რუსეთს შორის სამთავრობო დონეზე დიდი საკანდალი კი მოხდა, მაგრამ რუსული მხარე ამაზე, ჯერჯერობით, დუმილს ამჯობინებს. საქმეც იმაშია, რომ, როგორც უკრაინის ვიცე–პრემიერმა, ბორის კოლესნიკოვმა რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ეთერში განაცხადა, 28 ივნისს დონეცკში უარი თქვეს მედვედევის დელეგაციის მიღებაზე, რადგანაც იქ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრა მიმდინარეობდა.

კოლესნიკოვის თქმით, საბოლოოდ, რუსეთის პრემიერის თვითმფრინავი დონეცკში ვერ დაფრინდა და ის კიევში გააგზავნეს.

საინტერესოა, რომ რუსეთის მხარე ამ ფაქტს საერთოდ უარყოფს. მედვედევის პრესმდივანმა ტიმაკოვამ გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცთან“ ინტერვიუში ამ ინფორმაციას „სრული ბოდვა“ უწოდა.

იმავდროულად, ბორის კოლესნიკოვმა, რომელიც ევრო–2012–ის კურატორია, დადასტურა ის ფაქტი, რომ მედვედევს მიღებაზე უარი განუცხადეს, რაც უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახსნა. დონეცკში 150–ზე მეტ ავიარეისს ველოდებოდით და ამიტომაც მედევედევის სათანადოდ მიღება შეუძლებელი იყოო.

როგორც გამოირკვა, მედვედევს დონეცკში ფეხბურთში 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩზე სურდა დასწრება. უკრაინის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა, 27 ივნისს, დიმიტრი მედვედევი დონეცკში თამაშზე პირადად დაჰპატიჟა. მანაც მოპატიჟება მაშინვე მიიღო. თუმცა, საბოლოოდ მედვედევი დონეცკში არ შეუშვეს. თუ რა დგას ამ დემარშის უკან, ჯერჯერობით, უცნობია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რუსეთის ნაპრეზიდენტარი პრემიერ–მინისტრი დიმიტრი მედვედევი დონეცკში არ შეუშვეს.

0

ავტორი: