ფესტივალი "არტ-გენი" იწყება ფესტივალი "არტ-გენი" იწყება /> "/> " />


  10:14:48     30-06-2012

ფესტივალი "არტ-გენი" იწყება

a19592.jpg

ფესტივალი „არტ–გენი 2012“ 3 ივლისს კახეთში, ილიას ტბაზე  აიღებს სტარტს და რეგიონალური ტური საქართველოს კიდევ რამდენიმე ქალაქს ზუგდიდს, წყალტუბოს, ჩოხატაურსა და ფოთს მოიცავს.

21 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით „არტ–გენი“–ს  შემაჯამებელი 9 დღიანი დასკვნითი ნაწილი ტრადიციულად  თბილისში, გ. ჩიატაიას სახელობის საქართველოს ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება.

წლევანდელი ფესტივალის თემაა "გაუფრთხილდი ოჯახს" , რაც გულისხმობს ყველა ღირებული ოჯახური ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გაფრთხილებასა და თაობიდან თაობაზე გადაცემას.

არტ–გენი წელს მრავალფეროვან პროგრამას გთავაზობთ: ფესტივალზე წარმოდგენილნი იქნებიან, როგორც ხალხური სიმღერის, ინსტრუმენტალური მუსიკის, ქორეოგრაფიის,  ზეპირსიტყვიერებისა და რეწვის ოსტატები საქართველოს ყველა კუთხიდან, ასევე საქართველოში მოღვაწე ეროვნული უმცირესობები, სტუმრები კავკასიიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან (ლიტვა, საფრანგეთი, პოლონეთი, შოტლანდია, ინგლისი და სხვ.), აფრიკიდასა და მადაგასკარიდან.

ფესტივალი არტ–გენი უკვე მეცხრე წელია წარმატებით ტარდება ჯგუფი ”არტ-გენი”–ის ორგანიზებით და მის ძირითად მიზანს წარმოადგენს ქართული ფოლკლორის და სხვადასხვა ძირძველი ტრადიციების მოძიება და მათი პოპულარიზაცია.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ
ფესტივალის მხარდამჭერები: კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო,  ქალაქ თბილისის მერია.
ფესტივალის გენერალური სპონსორი: ”ბანკი კონსტანტა”
ფესტივალის სპონსორი: აფთიაქების ქსელი „ფარმადეპო“

0

ავტორი: