10:11:12     30-06-2012
პიცა ქათმით და ყველით
მასალა 12 ულუფისთვის:
450 გ საფუარიანი ფენოვანი ცომი
1 თავი ხახვი
1 ცალი ტკბილი წიწაკა
300 გ მოხარშული ქათმის მკერდი
6 ცალი ლორიანი მდნარი ყველი (სამკუთხედი)
50 გ მაგარი ყველი
8 ცალი უკურკო ზეთისხილი
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
20 გ ოხრახუში
გააცხელეთ ღუმელი 170 გრადუსზე. ალყა-ალყა დაჭერით ხახვი. ზოლებად დაჭერით წიწაკა. ხორცი დაკეპეთ. ყველის სამკუთხედები დაჭერით სამად, მაგარი ყველი კი გახეხეთ. ზეთისხილი მრგვლად დაჭერით. გაბრტყელებული ცომი დააფინეთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე, წაუსვით ზეითუნის ზეთი, ფენა-ფენა მოაყარეთ ხორცი და ხახვი, შემდეგ მდნარი ყველი, წიწაკა, ზეთის ხილი და გახეხილი ყველი. შედგით ღუმელში და აცხვეთ 30-40 წუთით. გამოღებისთანავე მოაყარეთ დაკეპილი ოხრახუში.
0