ცხინვალში, ორი თვითგამოცხადებული სპიკერი კაბინეტის გასაღებს ვერ იყოფს ცხინვალში, ორი თვითგამოცხადებული სპიკერი კაბინეტის გასაღებს ვერ იყოფს />


  21:17:11     29-06-2012

ცხინვალში, ორი თვითგამოცხადებული სპიკერი კაბინეტის გასაღებს ვერ იყოფს

a19587.jpg

სადაო, ე.წ. პარლამენტის სპიკერის კაბინეტის გასაღები და შესაბამისად, სპიკერის პოსტია. ედუარდ კოკოითის მმართველობის პერიოდში მისი სურვილისამებრ პოსტიდან შანტაჟით გადაყენებული ცხინვალელი კომუნისტების ლიდერი სტანისლავ კოჩიევი ამაოდ ელოდება კაბინეტის გასაღებს. ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეჟიმის შეცვლისა და კოკოითის „ტახტიდან“ ჩამოგდების შემდეგ ის ძველ პოსტზე თვით უმაღლესმა სასამართლომ აღადგინა. მაგრამ კაბინეტის გასაღები ჯიბით დააქვს მის თანამდებობას დაუფლებულ ზურაბ კოკოევს და კოჩიევიც, შესაბამისად, კაბინეტის გარეშე, თავს „სპიკერად“ ვერ გრძნობს.

სანამ კაბინეტის კარს კოკოევი ჩაუკეტავდა, კოჩიევი ჯერ „პარლამენტში“ მისაბრძანებლად გამყოლებს ითხოვდა: „პარლამენტში პრეზიდენტის ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელთან ერთად უნდა მივიდე. მარტო ვერ მივალ და ვერ ვიტყვი: აი, მოვედი და მიმიშვით ჩემს ადგილზე. ეს ლამაზი არ არის, წესი არ არის. ვინმემ უნდა გამიწიოს თანხლება“ - ამბობდა 28 ივნისს მთელი დღის განმავლობაში ამ თანმხლებები პირების მოლოდინში მყოფი კოჩიევი. მაგრამ საღამოს ადმინისტრაციიდან შეატყობინეს,  ვერ ამალა არ იქნებოდა და დილით „პარლამენტში“ გამოცხადებაც მარტოს მოუწევდა.

მაგრამ კაბინეტში შესვლა დღეს ვერ მოახერხა. ხოლო მაშინ, როცა ის კაბინეტის გასაღებზე ნერვიულობდა, ზურაბ კოკოევი, გასაღებით ჯიბეში, გვერდზე კაბინეტში თავის მომხრე რამდენიმე ე.წ. დეპუტატთან ერთად „საკანონმდებლო კომიტეტის“ სხდომას ატარებდა, რომელზეც სტანისლავ კოჩიევისთვის უნდობლობის გამოცხადებისა და მისთვის სპიკერის პოსტის ჩამორთმევის თემაზე იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ საკითხი „პარლამენტის“  სხდომაზე განსახილველად გაიტანონ.
ამის შემდეგ კოჩიევმა გადაწყვიტა, დარტყმა მიაყენოს „ცხინვალურ დემოკრატიას“ და განაცხადა, რომ თუ ცალკეული დეპუტატების მხრიდან ეს კონფრონტაცია შენარჩუნდება, კომუნისტები, მისი მეთაურობით საერთოდ დატოვებენ „პარლამენტს“ და რესპუბლიკა ორი პარტიის იმედად დარჩება.

კოჩიევისა თუ კოკოევის კაბინეტის გასაღების თემა ახლა ცხინვალში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია.

0

ავტორი: