ჯგუფი The Kills ჯგუფი The Kills />


  09:09:18     29-06-2012

ჯგუფი The Kills

a19568.jpg

The Kills - როკ ჯგუფი, რომელიც ამერიკელი მოდელის, მომღერლის და კომპოზიტორის, ელისონ
მოსჰარტის მიერ იქნა დაარსებული. მოსჰარტი მისი კარიერის საწყის ეტაპზე გახლდათ Discount-ის ვოკალისტი,
ერთხელ, როდესაც ტურნეს ფარგლებში ელისონი იმყოფებოდა სასტუმროს ნომერში, მან შემთხვევით მოისმინა თუ
როგორ აწყობდა საკონცერტო ნომერს გიტარაზე ჯეიმი ჰინსი, რომელიც იმ პერიოდში ბრიტანული ბენდების Scarfo და
Blyth Power შემადგენელი ნაწილი გახლდათ. ამ შეხვედრის დროს ჯეიმსმა და ელისონმა მოილაპარაკეს მათი სამომავლო
შეხვედრის შესახებ, სადაც განიხილავდნენ ახალ პროექტებს. 2000 წლის დასაწყისში მოსჰარტი გაემგზავრა
დიდ ბრიტანეთში, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მუშაობა ახალ ბენდზე სახელწოდებით The Kills.

ბენდის მუსიკა ჟანრის მიუხედავად საკმაოდ მსუბუქი, მაგრამ რიტმული, მრავალფეროვანი ჟღერადობით
გამოირჩევა. 2001 წლის მიწურულს Domino Records-თან გააფორმა კონტრაქტი, სწორედ ზემოდხსენებულ სტუდიაში
იმუშავა ბენდმა პირვველ ჩანაწერზე Black Rooster. პირველი სტუდიური ნამუშევრის გაყიდვაში ჩაშვების შედეგად,
ჯგუფთან თანამშრომლობის სურვილი ამერიკული ხმის ჩამწერი სტუდიის, Dim Mak Records-ის მესვეურებმაც
გამოთქვეს. ყოველივე ამის შემდეგ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ელისონმა და ჯეიმსმა პირველი სრული
ალბომის ჩაწერა Toe Rag Studios-ში გადაწყვიტეს, სწორედ ამ ხმის ჩამწერი სტუდიაზე შეაჩერეს არჩევანი
The White Stripes-ის წევრებმა. The Kills-ის პირველმა ალბომმა, "Keep On Your Mean Side"
დღის სინათლე 2003 წლის მაისის თვეში იხილა.

ალბომის გამოსვლის შემდეგ ბენდის დიდი წარმატება ხვდა წილად, დუეტი გაემგზავრა მსოფლიო ტურნეში,
ყოველდღიურად სტუმრობდნენ სატელევიზიო შოუებს, მათ იწვევდნენ პრესკონფერენციებზე და შეიძლება ითქვას,
რომ მუსიკოსის ცხოვრებას სრულყოფილად ეზიარნენ. მეორე ალბომი სახელწოდებით No Wow, გამოვიდა 2005 წელს,
მელოდიის ჟღერადობა გარკვეულწილად დასუსტებული იყო კლასიკური გიტარის რიტმების მეშვეობით. პირველი
სინგლი რომელზეც ჯეიმმა და ელისონმა არჩევანი შეაჩერეს გახლდათ The Good Ones. ვიდეო კლიპის მსოფლიო
პრემიერა 2005 წლის 7 თებერვალს შედგა და დიდი ბრიტანეთის ცარტებში 23 პოზიცია დაიკავა.

2007 წელს, ბენდის წევრებმა საკუთარ ბლოგზე განათავსეს ინფორმაცია მესამე სტუდიური ალბომის
გამოსვლასთან დაკავშირებით. ამავე წელს BBC Radio One-ის პირდაპირ ეთერში შედგა პირველი ტრეკის
პრემიერა, 2008 წლის დასაწყისში კი სრული ალბომი იქნა გამოშვებული სახელწოდებით Midnight Boom.

2011 წლის მარტის თვეში, ჯგუფმა მსმენელებს შესთავაზა (ამ დროისთვის უკანასკნელი ნამუშევარი)
რიგით მეხუთე ალბომი Blood Pressures. 9 თებერვალს შედგა "Satellite"-ის პრემიერა, ამას შემდეგ დუეტმა
სინგლის სახით ეარმოადგინა "Future Starts Slow", რომელიც True Blood-ის მეოთხე სეზონშიც გაჟღერდა.

წყარო

0

ავტორი: