“მოსკოვი რადიკალი ისლამისტებისა და ტერორისტების ბუდეა” “მოსკოვი რადიკალი ისლამისტებისა და ტერორისტების ბუდეა” />


  20:38:20     28-06-2012

“მოსკოვი რადიკალი ისლამისტებისა და ტერორისტების ბუდეა”

a19559.jpg

ვიდრე მოსკოვი ტერორიზმის ბრალდებას სხვას წაუყენებს, რადიკალიზმის პრობლემა შინ აქვს მოსაგვარებელი.

ისლამის მკვლევარები რუსეთში განგაშს ტეხენ: მოსკოვსა და მის შემოგარენში ძალიან ბევრი არარეგისტრირებული და უკონტროლო მეჩეთი და მუსულმანების სალოცავი „პატარა ოთახები“ მოქმედებს. ეს, ძირითადად, მშენებლობებზე ხდება, სადაც შუა აზიიდან ჩასული გასტარბაიტერები მუშაობენ. რას ქადაგებენ ამ მეჩეთებში - უცნობია. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ იქ რელიგიურ რადიკალებს „ჭედავენ“.

მათი აზრით, ამის მიზეზი მიგრანტების მიმართ არსებული დამოკიდებულებაა, რომელთა უმრავლესობაც არალეგალები არიან და საშინელ პირობებში ცხოვრობენ. ისინი ხშირად ექცევიან რადიკალური და თვით ტერორისტული დაჯფუფებების გავლენის ქვეშ.

ისლამის მკვლევარი ფიუდრუს დევბაში ამბობს, რომ ასეთი მეჩეთების მონახულების შემდეგ, მიგრანტები რადიკალები და ფუნდამენტალისტები ხდებიან. მშენებლობებსა და ბაზრებზე საკულტო ადგილების ფუქციონირებას კი უცხოური მუსულმანური ორგანიზაციები აფინანსებენ, რომლებიც სხვადასხვა ფონდების სახელით მოქმედებენ. მოქმედებენ ძალიან ფრთხილად  და გააზრებულად: მაშინვე არ ითხოვენ, რომ ადამიანმა მუსულმანობა მიიღოს. ჯერ სხვადასხვა სახის დახმარებას უწევენ - უძებნიან საცხოვრებელს, სამსახურს, უწყვეტენ სოციალურ და ყოფით პრობლემებს. ასეთი „მქადაგებლები“საზღვარგარეთიდან იგზავნებიან. ისინი არ მუშაობენ მშენებლობებსა და ბაზრებზე, მაგრამ იქ რეგულარულად დადიან. არალეგალური მეჩეთების რაოდენობა უცნობია, მაგრამ რამდენიმე ასეული მაინც იქნება - ამბობს დევბაში.

რომან სილანტიევი, რომელიც ასევე ისლამის მკვლევარია, ამბობს, რომ  რადიკალურად განწყობილ ისლამისტთა რაოდენობა დღესდღეობით მოსკოვში უპრეცენდენტოა. ექსტრემისტებისა და ტეროტისტების რიცხვი კი არანაკლები, ვიდრე დაღესტანში. მათი ნაწილი მშენებლობებსა და ბაზრებზე საკულტო ობიექტებს კურირებს. ისინი ოფიციალურ მეჩეთებში ახალჩამოსულებს ეცნობიან და მერე რადიკალიზმსა და ტერორიზმს ასწავლიან.

ექსპერტების თქმით, მოსკოვში თითქმის ყველა ისლამური რადიკალური და ტერორისტული სტრუქტურა მოქმედებს. მართალია, ისინი მოსკოვში არ აწყობენ ტერაქტებს, მაგრამ ჩრდილოეთ კავკასიაში არაერთხელ დააკავეს უზბეკი და ტაჯიკი ეროვნების ადამიანები, რომლებსაც ტერორისთვის სწორედ ასეთ თემებში ამზადებენ. ისინი ნაციონალურ-კულტურულ ორგანიზაციებად იწოდებიან და  მოსკოვისა და მისი შემოგარენის გარდა, მოქმედებენ სანკტ-პეტერბურგში, ტიუმენში და კიდევ სხვა ქალაქებში.
0

ავტორი: