როგორ უნდა მომზადდეს იმერული ხაჭაპური როგორ უნდა მომზადდეს იმერული ხაჭაპური />


  08:44:53     28-06-2012

როგორ უნდა მომზადდეს იმერული ხაჭაპური

a19531.jpg

თასში მოვათავსოთ 500 გრამი პურის ფქვილი +2 ცალი კვერცხი (ცილაც და გულიც) +0,5 ლიტრი მაწონი (ნატურალური იოგურტი, აჭრილი რძე, არაჟანი, ან უბრალოდ რძე) + 1 ჩაის კოვზი სოდა +1 სუფრის კოვზი ძმარი + 200 გრამი გამდნარი კარაქი ან მარგარინი (ზეთიც შეიძლება) დანის წვერით მარილი. მოვზილოთ რბილი (არაჟნის სისქის) ცომი.

მოვამზადოთ ყველი:

დავფშვნათ 800 გრ. ყველი, კარგად ავურიოთ.

დიდ დაფაზე მოვაყაროთ 200 გრამამდე ფქვილი და მომზადებული ცომი ამ ფქვილზე გადმოვიღოთ და კარგად სევაზილოთ ეს ფქვილი. ოდნავ გავაბრტყელოთ და მომზადებული ყველი ჩავდოთ შუაში.მოვუკრათ თავი და გადავიტანოთ ცხელ ცხიმწასმულ ტაფაზე. ახლა უკვე გავაბრტყელოთ მტელი ტაფის ზომაზე და შევდგათ კატგად გახურებულ ღუმელში. გამოვაცხოთ 200 – 220 გრადუს ტემპერატურაზე კარგად დაბრაწვამდე. გამოღებამდე 2-3 წუთით ადრე გადავუსვათ კარაქი.

ცხლადვე მიიტანეთ სუფრაზე.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ყველს წარმატებით სცვლიან ლობიოთი, კარტოფილით, ისპანახიოთა და სხვა ბოსტნეულით. ამ შემთხვევაში ცომი იგივეა, მხოლოდ შიგთავსი იკაზმება ხახვით, ნივრით, წიწაკითა და სხვადასხვა სუნელით.

0

ავტორი: