ფბრ–მა ინტერნეტ–თაღლითთა საერთაშორისო ქსელი გამოავლინა ფბრ–მა ინტერნეტ–თაღლითთა საერთაშორისო ქსელი გამოავლინა />


  13:23:59     27-06-2012

ფბრ–მა ინტერნეტ–თაღლითთა საერთაშორისო ქსელი გამოავლინა

a19514.jpg

ბოლო ხანებში, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ინტერნეტ–თაღლითებიც მომრავლდნენ. გგონია, რომ ბანკომატზე გარკვეული თანხა გიდევს, თუმცა მიხვალ და ნახავ, რომ იგი ცარიელია. მართალია, მერე მივარდები ბანკში და დაიწყებ მტკიცებას, რომ ფული არ გაგიტანია, მაგრამ, ვინ იხეირა  შენს მაგივრად შენი სახელით, ამის დადგენა მთლად ადვილი არ არის და ზოგჯერ შეუძლებელიც კი, ისე ოსტატურად მუშაობენ ინტერნეტ–თაღლითები.

თუმცა მათ გამოსავლენად რომ სამართალდამცველებიც აქტიურად მუშაობენ, ესეც ფაქტია. ამასწინათ, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ინფორმაცია გაავრცელა ინტერნეტ–თაღლითობაში ეჭვმიტანილი 24 პირის დაკავების თაობაზე. რაც ყველაზე საინტერესოა, ოპერაცია მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში არ ჩატარებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედთა აყვანის ოპერაცია ერთდროულად მსოფლიოს 13 ქვეყანაში ჩატარდა. აქედან, 12 სავარაუდო კიბერდამნაშავე უშუალოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნა აყვანილი, ხოლო ექვსი – დიდ ბრიტანეთში.

 როგორც ცნობილი ხდება, „ფბრ“ მოპარული საკრედიტო ბარათებით მოვაჭრე ჰაკერთა ქსელის შესახებ ინფორმაციას, თურმე, ორი წლის მანძილზე აგროვებდა. მათი დაპატიმრება კი შესაძლებელი გახდა ინტერნეტ–ფორუმის გამოყენებით, რომელიც ამ შემთხვევაში „შავი ბაზრის“ როლს ასრულებდა.

ცნობილია, რომ ყველა დაპატიმრებული ინტერნეტ–თაღლითი მამაკაცია და მათი ასაკი  18–დან 25 წლამდეა. როგორც სამართალდამცველები ირწმუნებიან, დაკავებულთ საკმაოდ ხანგრძლივი პატიმრეობა მოელით. ზოგიერთს პერსპექტივაში 40–წლამდე ციხის საკანში გამოკეტვა ელოდება.

დაკავებულთაგან ერთ–ერთი, მირ ისლამი, ჰაკერულ წრეებში ცნობილია ნიკით JoshTheGod. მას 50 ათასამდე მოპარული საკრედიტო ბარათების ნომრების გაყიდვა ბრალდება. ამერიკული სპეცსამსახურების მონაცემებით, მთლიანობაში, მათმა უწყებამ  200 მილიონ დოლარზე მეტის ზარალის თავიდან აცილება მოახრეხა.

თუმცა,  ზარალის ის რაოდენობა, რაც მათ მომხმარებლებს თავიდან ვერ ააცილეს, უცნობია, მაგრამ ეს ციფრიც რომ სოლიდური იქნება, ეჭვსგარეშეა.

0

ავტორი: