რუსეთი, რევოლუციური აფეთქების ზღვარზე რუსეთი, რევოლუციური აფეთქების ზღვარზე />


  17:40:10     26-06-2012

რუსეთი, რევოლუციური აფეთქების ზღვარზე

a19488.jpg

სოციოლოგიური გამოკითხვის მონაცემებით, რუსეთის იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვინც ვალდიმერ პუტინისა და დიმიტრი მედვედევისადმი ნდობითაა გამსჭვალული, კიდევ უფრო შემცირდა. სამაგიეროდ, სამჯერ გაიზარდა იმათი რიცხვი, ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყნის მოქმედი ხელისუფლება „საერთოდ არ იმსახურებს ნდობას“, იუწყება გაზეთი „კომერსანტი“ „ლევადა–ცენტრის“ მონაცემებზე დაყრდნობით.

გამოკითხვა ივნისის პირველ ნახევარში ჩატარდა და მასში რუსეთის 1525 მოქალაქე მონაწილეობდა. სოციოლოგები ცდილობდნენ გაეგოთ, სახელმწიფო ხელისუფლების რომელი ინსტიტუტები სარგებლობდნენ მოქალაქეთა ნდობით. აღსანიშნავია, რომ რესპონდენტებს არ ეკითხებოდნენ არც კონკრეტული პოლიტიკოსების და არც „პრეზიდენტისა“ და „მთავრობის მეთაურის“ შესახებ. 

გამოკითხვის შედეგად ნათელი გახდა, რომ ამ სფეროში ყველა ცვლილება პრეზიდენტსა და პრემიერ–მინისტრს ეხებოდა. იმათი რიცხვი კი, ვისაც მიაჩნია, რომ „პრეზიდენტი სრულად იმსახურებს ნდობას“, 2010 წლის ბოლოდან 18 %–ით შემცირდა, პრემიერ–მინისტრის თანამდებობისადმი ნდობა კიდევ უფრო მეტად, 25 %–ით შემცირდა.

იმათი რიცხვი, ვისაც მიაჩნია, რომ „პრეზიდენტი სრულად არ იმსახურებს ნდობას“ 2010 წლიდან 23%–დან 31 %–მდე გაიზარდა. იმათი რიცხვი კი, ვინც „სრულად არ ენდობა პრემიერ–მინისტრს“ – 23 %–დან 32 %–მდე.

რუსეთის იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც საერთოდ არ ენდობიან პრეზიდენტსა და პრემიერ–მინისტრს შესაბამისად, 13 %–დან 15 %–მდე გაიზარდა. თანაც ეს მონაცემი 2010 წელთნ შედარებით სამჯერ გაიზარდა, აღნიშნავს გამოცემა.

„2011 წლის დასაწყისში, ხელისუფლების ძირითადი ინსტიტუტებისადმი ნდობა მნიშვნელოვნად დაეცა. იგი არ გათანაბრებულა არც წინასაარჩევნო პერიოდში. თუმცა, ტრადიციულად ამ დროს ნდობის რეიტინგები იზრდება. ეს უკვე ხელისუფლებისათვის საკმაოდ საგანგაშო ნიშანია“’ – აღნიშნა „ლევადა–ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ, ალექსეი გრაჟდანკინმა.

0

ავტორი: