08:48:47     26-06-2012
დიდი რუსული წრთვნა კავკასიისა და კასპიის რეგიონებში - მოსკოვი მილიტარიზაციას აგრძელებს
სამხედრო სწავლება „კავკაზ 2012“-ისთვის სამზადისი აქტიურ ფაზაში შედის. რუსეთის სამხრეთითა და სომხეთში სტრატეგიული-საშტაბო წრთვნისთვის სამზადისის ფარგლებში, ოპერატიულ-ტაქტიკური სწავლების სერია დაიწყო. როგორც „ნეზავისიმაია გაზეტა“ წერს, სწავლება გეგმიურია, თუმცა ისინი პიდაპირ კავშირშია ეკონომიკური, გეოპოლიტიკური და სამხედრო პრობლემების გართულებასთან, რასაც ადგილი აქვს კასპიის რეგიონში, ირანსა და სირიაში, ასევე ყარაბაღის კონფლიქტთან მიმართებაში.
სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ცნობით, სტავროპოლის მხარის სერნოვოდსკის პოლიგონზე, ამ დღეებში, სამხრეთის მეკავშირეთა ჯარების სპეციალური ტაქტიკური მომზადება იწყება, რომლის დროსაც თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და რადიოტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ჯარების ფარული მართვის ამოცანებს დაამუშავებენ.
ამისათვის ემზადებიან ე.წ. სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და სომხეთის რუსული ბაზები. გიუმრის ბაზაზე კი რუსული ჯარები ასრულებენ ამოცანებს, რომლებიც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციასთან (ОДКБ) ერთიან შტაბში შეიმუშავეს. რუსული ბაზა სომხეთში, სომხეთის არმიასთან ურთიერთქმედებაზეც მეცადინეობს, რომლებიც, ასევე წრთვნას გადის.
როგორც „ნეზავისიმაია გაზეტა“ წერს, სომხეთის თავდაცვის მინისტრის სეირან ოგანიანის თქმით მანევრების დროს ჯარები საბრძოლო მზადყოფნაში მაღალ გადავლენ. უკვე მზადაა შესაბამისი განკარგულებები სამხედრო მდგომარეობაზე გადასავლელად, ასევე მობილიზაციისთვის და აგრესიის მოსაგერიებლად. მზადაა სომხეთის პრეზიდენტის მიმართვაც ОДКБ-სადმი - ურთიერთქმედების თხოვნით. პარალელურად, წრთვნას გეგმავს ОДКБ-ც. ოგანიანმა ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ОДКБ-ს ოპერატიული რეაგირების ძალების მანევრებს, ანუ სამხედრო სწავლება „ურთიერთქმედება 2012“-ს უკავშირდება, რომელიც „კავკაზ 2012“-ის პარალელურად, სექტემბერში ჩატარდება.
როგორც „ნეზავისიმაია გაზეტა“ წერს, სამხედრო მანევრებს, რომლის დროსაც გათვალისწინებულია რუსული დესანტის სომხეთში გადასმა, აზერბაიჯანი და საქართველო ეჭვით უყურებენ.
თუმცა ამ ეჭვის საფუძვლიანობას თავად გამოცემაც ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ამ ფონზე მასშტაბურად გამოიყურება კასპიის ზღვაში დაწყებული წრთვნაც, სადაც რუსული ფლოტილია პირობით ტერორისტებს ანადგურებს.
„როგორც ირკვევა, რუსული ფლოტი უფრო მასშტაბური ამოცანებისთვის ემზადება. გამოიყენება სპეცრაზმი, არტილერია, რაკეტები და მაღალწერტილოვანი იარაღი“- შენიშნავს გაზეთი.
კასპიის ფლოტილიის მეთაურის, კონტრ-ადმირალ სერგეი ალეკმინსკის ინფორმაციით, აპრილის თვეში სანაპირო სარაკეტო დივიზიონთან ერთად, რეგიონში, პირველად შესრულდა წარმატებული სროლა სარაკეტო კომპლექს Бал-Э-თო, რომლებმაც ფრთოსანი რაკეტა Уран-ებით საზღვაო მიზნები გაანადგურეს. ამ იარაღს 300 კილომეტრის დარიუსში შეუძლია მოქმედება.
ამჯამად კასპიის ზღვაში 15 გემი მანევრირებს, მაგრამ უახლოეს თვეებში იქ ახალი გემები იქნებიან პერედისლოცირებულნი, რომლებიც, იმედოვნებენ, რომ ფლოტილიის ბრძოლისუნარიაონობას კიდევ უფრო აამაღლებენ. მათ შორისაა გემი „ვოლგოდონსკი“ და „დაღესტანი“, რომლებიც გამორიცხული არ არის, რომ „კავკაზ 2012“-შიც მიიღებენ მონაწილეობას.
რუსეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კავკასიისა და კასპიის მხრიდან საზღვრების დაცვას. რეგიონის არანაირ დემილიტარიაზაციაზე საუბარი არ არის და მოსკოვი თავისი ინტერესების დაცვას სხვადასხვა მეთოდებით, მათ შორის, დიდი დოზით ძალის გამოყენებითაც აპირებს - წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“.
0