შიგნეულით გატენილი შემწვარი წიწილა შიგნეულით გატენილი შემწვარი წიწილა />


  05:09:48     26-06-2012

შიგნეულით გატენილი შემწვარი წიწილა

a19466.jpg

მასალა: წიწილა; მწვანე ხახვი – 5 ძირი; ტარხუნა – 2 ძირი; ოხრახუში – 3 ძირი; რეჰანი – 2 ძირი; ერბო – 2 სუფრის კოვზი; მარილი, დანაყილი დარიჩინი – გემოვნებით.

წიწილის კუჭმაჭი მოვახარშოთ, წვრილად დავჭრათ, მივუმატოთ დაჭრილი ხახვი, ტარხუნა, ოხრახუში, რეჰანი, დავდოთ ტაფაზე, დავასხათ გამდნარი ერბო, დავაყაროთ დანაყილი დარიჩინი, მარილი, ერთად ავურიოთ და მოვშუშოთ. ამ მასალით ამოვუვსოთ წიწილას მუცელი, ძაფით შევკეროთ, ჩავდოთ ღრმა ტაფაში, დავახუროთ სახურავი და შევწვათ.

0

ავტორი: