კემერონმა და ობამამ, ბაშარ ასადს, ნებათყოფლობით ჩაბარება შესთავაზეს კემერონმა და ობამამ, ბაშარ ასადს, ნებათყოფლობით ჩაბარება შესთავაზეს />


  09:08:21     23-06-2012

კემერონმა და ობამამ, ბაშარ ასადს, ნებათყოფლობით ჩაბარება შესთავაზეს

a19369.jpg

გაზეთ The Guardian–ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები მზად არიან სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მიმართ გულმოწყალება გამოიჩინონ, თუ ის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დათანხმდება. მეტიც. ლონდონი და ვაშინგტონი მზადაა ბაშარ ასადს დაუბრკოლებელი გასვლის უფლებაც მისცეს იმ დიპლომატიური მცდელობების ფარგლებში, რაც გაეროს ეგიდით მზადდება ჟენევის კონფერენციის მოსაწვევად სირიაში პოლიტიკური ძალაუფლების გადაცემის თაობაზე.

„ინიციატივა მას შემდეგ წამოვიდა, რაც დევიდ კემერონმა და ბარაკ ობამამ ამის შესახებ თანხმობა მიიღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგანაც მექსიკაში G20–ის სამიტის დროს ცალკეული ორმხვრივი მოლაპარაკებების დროს, აღნიშნავს The Guardian–ის ჟურნალისტი, პატრიკ ვინტური.

ამასთან ერთ–ერთმა მაღალი თანამდებობის ბრიტანელმა ჩინოვნიკმა განაცხადა: „ძნელი წარმოსადგენია მოლაპარაკებების გზით, ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლის მიხედვითაც მონაწილეთაგან ერთ–ერთი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ნებათყოფლობით ჩაბარდებოდა“.

The Guardian–ის სტატიაში აღნიშნულია ასევე, რომ კემერონს ამ საკითხის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული.

კონფერენცია, რომელიც, შესაძლოა, ივნისის ბოლო ჩატარდეს, მასში, შესაძლოა, მონაწილეობა მიიღონ, სირიის მთავრობის წარმომადგენლებმა, ოპოზიციის წამყვანმა მოღაწეებმა, გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა  და რეგიონის ისეთმა ძირითადმა მოთამაშებმა, როგორებიც არიან თურქეთი და საუდის არაბეთი. რუსეთი მოითხოვდა, რომ ირანსაც მიეღო მასში მონაწილეობა.

თუმცა, ბრიტანეთის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რიგი გარემოებების გამო ამ შეხვედრაში ირანელთა მოწვევის აზრს ვერ ხედავენ. ისე, ძნელი სავარაუდოა, რომ თავად ბაშარ ასადმაც ლომის ხახაში თავის შეყოფის სურვილი გამოთქვას და ჟენევის კონფერენციას დაესწროს, თუ ის ჩატარდება, რა თქმა უნდა.

0

ავტორი: