ბრეივიკის ბოლო სიტყვა: არ მოსწონს „სექსი დიდ ქალაქში“ და სურს, რომ გაამართლონ ბრეივიკის ბოლო სიტყვა: არ მოსწონს „სექსი დიდ ქალაქში“ და სურს, რომ გაამართლონ />


  20:45:04     22-06-2012

ბრეივიკის ბოლო სიტყვა: არ მოსწონს „სექსი დიდ ქალაქში“ და სურს, რომ გაამართლონ

a19364.jpg

დღეს, ოსლოში, ნორვეგიელი ტერორისტის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესის ბოლო დღე იყო.

ანდერს ბრეივიკმა კიდევ ერთხელ აღიარა, რომ მოკლა 77 ადამიანი, 242-ს კი ზიანი მიაყენა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მის საქციელზე მსჯელობისას  მისი ულტრამემარჯვენე და ანტიმუსულმანური შეხედულებები უნდა გაითვალისწინონ და არ უნდა განიხილონ ის, როგორც პარანოიდალური შიზოფრენიკი.

დღეს, ტერორისტის ადვოკატები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ სასამართლო, რომ ბრეივიკი არ სცნონ შეურაცხადად, როგორც ამას ბრალდების მხარე მოითხოვს. ადვოკატი გეირ ლიპესტადი მის კლიენტზე საუბრობდა, როგორც „პოლიტიკურ აქტივისტზე“, რომელიც პასუხს აგებს თავის ქმედებებზე.

ვიდრე ადვოკატი საუბრობდა, ბრეივიკი მშვიდად იჯდა თვალებდახუჭული და პერიოდულად, ჭიქიდან მინერალურ წყალს წრუპავდა და იღიმოდა.
ბრეივიკის ბოლო სიტყვის მოსმენა ტერაქტების მსხვერპლთა ნათესავებმა არ ისურვეს და დაახლოებით 30-მა ადამიანმა დარბაზი ბოიკოტის ნიშნად დატოვა. მათი აზრით, ეს აქტი ბრეივიკისადმი „სიძულვილის დემონსტრირება“ იყო.

„რამდენიმე კვირის მანძილზე ერთ დარბაზში იჯდე ადამიანთან, რომელმაც შენი შვილი მოკლა, ნამდვილი ჯოჯოხეთია“ - განაცხადა ერთ-ერთმა მათგანმა.

ტერაქტების მსხვერპლთა მხარდამჭერი ჯგუფის ხელმძღვანელმა ტრონდ ბლატმანმა კი განაცხადა, რომ მისთვის ამ სასამართლო პროცესის ყველაზე მთავარი შედეგი ნორვეგიული საზოგადოებიდან ბრეივიკის სრული გარიცხვა იქნება.

ბრეივიკის ბოლო სიტყვის წარმოთქმისას, სასამართლო სხდომის სატელევიზიო ტრანსლირება შეწყვეტილი იყო. მას ახალი არც არაფერი უთქვამს. ტერორისტმა ერთი საათი დრო მოითხოვა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კლავდა სრულიად შეგნებულად. რომ ეს იყო ევროპელებისა და ნორვეგიელების დასაცავად განხორციელებული აქტი, რომლებსაც მულტიკულტურალიზმისა და ისლამის მომძლავრების გამო საფრთხე ემუქრებათ. ის წინასწარ დაწერილ განცხადებას კითხულობდა და მოჰყავდა მონაცემები იმის შესახებ, თუ რა მაღალი შობადობა აქვთ მუსულმანებს; რომ არ მოსწონს, თუ როგორ არის წარმოდგენილი ნორვეგია „ევროვიზიაზე“, რადგან ქვეყანას კონკურსზე არ წარმოადგენენ ეთნიკური ნორვეგიელები; თუ როგორ ნეგატიურად მოქმედებს საზოგადოებაზე სერიალი „სექსი დიდ ქალაქში“ და ა. შ. ამ არგუმენტებით დღეს ტერორისტმა დღეს გამართლებაც ითხოვა. სასამართლო თავის გადაწყვეტილებას 24 აგვისტოს გამოაცხადებს.

0

ავტორი: