09:28:40     22-06-2012
ღვეზელი თაფლით
მასალა: 3 ჩაის ჭიქა ფქვილი, 3 ცალი კვერცხი (და ერთი გული), 1 ჩაის ჭიქა თაფლი, 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, 1 ჩაის კოვზი დარიჩინი, 0,5 ჩაის კოვზი მიხაკი, 0,5 ჩაის კოვზი სოდა, დანის წვერით მარილი, ნუში, ნიგოზი – გემოვნებით.
ხორბლის ფქვილში ავურიოთ შაქრის ფხვნილი, დაფქული დარიჩინი და მიხაკი, სოდა, მარილი, შემდეგ ფქვილში ჩავახალოთ კვერცხი, ჩავასხათ თაფლი და მოვზილოთ ცომი. გამზადებული ცომი გადავიღოთ ცხიმწასმულ ყალიბში, ზემოდან გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული, თუ გვსურს, მოვრთოთ ნუშით ან ნიგვზის ლებნებით და ქურაში გამოვაცხოთ.