10:15:59     21-06-2012
პოეზიის საღამო - საქართველო და ქართველობა
22 ივნისს, 17 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე კორპუსში (წითელ დარბაზში)
გაიმართება
პოეზიის საღამო -
საქართველო და ქართველობა
საკუთარ შემოქმედებას წარმოადგენენ ჭაბუკა (გიორგი დათიაშვილი), თორნიკე კივილაძე და თორნიკე ხაჩიძე.
დასწრება თავისუფალია.
საღამოს მონაწილეები გვიწვევენ:
- „მობრძანდით და შეუერთდით ქართული სულის გამოძახილს“.
პრესა.გე-ს მკითხველს წარმოვუდგენთ თორნიკე კივილაძისა და გიორგი დათიაშვილის თითო ლექსს.
თორნიკე კივილაძე
ქრისტეს მხედრები
ჩვენ სისხლის ბოლო წვეთამდის
მხარდამხარ ბრძოლა გვჩვეოდა.
უკანასკნელ ამოსუნთქვამდის
არ დაგვიკარგავს მხნეობა.
ვერასგზით ვერ დაგვაჩოქეს,
ქედს არასდროს ვუხრიდით მტრებს...
ან, რა მახვილით დასცემდნენ
ლომგულოვან ქრისტეს მხედრებს.
მუხლმოუდრეკელ ხარების
გრგვინვა ისმოდა მარადჟამს,
კვლავ სიამაყით ვიხსენებთ
დიდგორს, ბასიანს, მარაბდას.
შეისმინეთ ჭაბუკებო
ყივილი თქვენი სისხლისა.
ჰეი, თქვენა ხართ ისარნი
მოზიდნულ ერის მშვილდისა.
იმედი ხვალინდელი დღის,
სხივმოსილი მერმისისა,
წერია გულის ფიცარზე
ჭეშმარიტი ქართველისა.
ისეთ ფოლადს გამოვაწრთობთ,
რომლის დარი არ არსებობს!
ანგელოზნი უგალობენ
ჩვენს სამშობლოს - საქართველოს!!!
გიორგი დათიაშვილი
შენ, მე, ის
დღეს არწივივით გაიჭრები ზეცის კალთაზე,
დათმობ ამ სოფელს, დაგეყრება გულზე ვარდები,
მე შენ ნაგივრად მიწად მოსვლა შემომთავაზეს,
ხორცი მომცეს და ამ საღამოს დავიბადები.
თვალს ვადევნებდი შენს ბილიკებს მალვით, შორიდან
როგორ დაგჩაგრეს, შეუნდობლად როგორ გაგცრიცეს,
როცა არ გსურდა გაბრიელი მაშინ მოვიდა,
როცა გინდოდა არ გაყრიდნენ მაშინ ნარცისებს.
ლხინს დაეძებდი, დაბნეული, ტალახის ტბაში,
შური არ გქონდა მეგობრების კამკამა წყლისა,
არც ბოროტება შეგპარვია მალულად ხმაში,
შენ წაქცევაზე ეშმაკმა რომ ჩაიკისკისა.
დრო დამიდგება, მეც გამოვცდი ამ სიმარტოვეს,
მე და სენ ვივლით ციდან ცამდე სოფლის ლანდებად,
მჯრა მიწაზე საუკუნოდ არვინ დამტოვებს,
ხვალ ჩემ მაგივრად სხვა მოყვასი დაიბადება...