08:15:37     21-06-2012
პუტინის დიქტატურის დეგრადაცია

ცნობილი რუსი პოლიტოლოგი, საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ანალიტიკოსი და სოციოლოგი, გიორგი სატაროვი ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც ვლადიმერ პუტინის მმართველობას დიქტატურა უწოდა. ეს გახლდათ პერიოდი, როცა დიქტატურა საწყის ეტაპზე იყო. თუმცა ახლა სატაროვის მტკიცებით, უკვე რუსეთში სოციალური წყობის დეგრადაცია მიმდინარეობს და იგი ძველ, პრიმიტიულ ნორმებს უბრუნდება.
„ჩვენი დიქტატურის დეგრადაცია ესაა 21–ე საუკუნის დიქტატურიდან ასი წლის წინანდელი დიქტატურისკენ მობრუნება. ეს ზუსტად ისაა, რასაც ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ. მიაქციეთ ყურადღება: ზუსტად იგივე ხდება ცალკეული ადამიანის შემთხვევაში, როდესაც ის სტრესის, შიშის მდგომარეობაშია. მისი ქცევა იწყებს რეგულირებას არა სოციალური კონტროლის ფაქიზი მექანიზმებით, არამედ ძველი ცხოველური ინსტიქტებით. ეს იგივეა, რის დემონსტრირებასაც ახდენს ჩვენი ხელისუფლება, რომელიც სამართლის მიმდევრის ეპიზოდური იმიტირებიდან, მისი მომცველი პანიკის ზემოქმედებით, გადავიდა ტოტალურ ანტისამართლებრივ განუკითხაობაზე, როგორიცაა კანონების მიღება, ან ტოტალური დაპატიმრებები და ჩრეკები“, – აცხადებს იგი.
თუმცა, სატაროვი იქვე შენიშნავს, რომ ეს ყველაფერი დღეს არ დაწყებულა, არამედ ჯერ კიდევ 2006 წელს, როცა „დრუგაია როსიას“კონფერენციის მონაწილეებს დაერივნენ და დააპატიმრეს.
ნათელია, რომ ყველა მცდელობა დააშინონ ასობით ათასი ადამიანი რეპრესიებებითა და ჯარიმებით, იძლევა უკუეფექტს.
„ამაში ჩვენ 12 ივნისს უკვე დავრწმუნდით, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ეს სირცხვილი წინმსწრებია მორიგი მოჩვენებითობის, რომელსაც პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმს უწოდებენ“, – მიაჩნია სატაროვს.
რას უნდა ველოდოთ მომავალში? სვამს კითხვას სატაროვი და იქვე აგრძელებს: „ჩვენ, ჩვენი ხელისუფლების ელვისებურად მზარდი არაადეკვატურობიდან უნდა გამოვიდეთ. ვალდებულები ვართ ისიც ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლებაშიც იქნებიან ისინი, ვისაც კარგად ესმის ამ არადეკვატურობის ნეგატიური შედეგები. სავარაუდოდ, უკმაყოფილება გაიზრდება უმაღლესი პოლიტიკური ხელისუფლების ადმინისტრაციულ ელიტაშიც. ზოგიერთი შეეცდება საკუთარი თავის გადარჩენას, მიეტმასნება ოპოზიციას და უღალატებს დანარჩენებს. თუ კონკრეტულად ვიტყვით, ყოველივე არსებულში დაადანაშაულებენ ან პუტინის ჩეკისტებს, ან ჩუბაისის ლიბერალებს და თავად გულზე მჯიღის ცემით მოჰყვებიან იმის მტკიცებას, თუ როგორი უდრეკი პატრიოტები არიან თავად“.
0