ექსპერტებს ბანკების მიერ სესხების „მრავალჯერადი რესტრუქტურიზაციის“ არ სჯერათ ექსპერტებს ბანკების მიერ სესხების „მრავალჯერადი რესტრუქტურიზაციის“ არ სჯერათ />


  11:00:01     20-06-2012

ექსპერტებს ბანკების მიერ სესხების „მრავალჯერადი რესტრუქტურიზაციის“ არ სჯერათ

a19279.jpg

"ბანკები რესტრუქტურიზაციას განაკვეთების გაზრდის ხარჯზე ახდენენ"

ქართული ბანკები პრეზიდენტის ბრალდებებს არ ეთანხმებიან და სოციალური ფონის დამძიმებაში საკუთარ წვლილს უარყოფენ. შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილმა ბანკები მოსახლეობის დიდი ნაწილის გაღატაკებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საზოგადოებაში სერიოზული ანტისაბანკო გაწყობის ჩამოყალიბების საფრთხე არსებობს.

პრეზიდენტის განცხადების პასუხად „თი ბი სი ბანკში“ აცხადებენ, რომ პრობლემური სესხების რესტრუქტურიზაციას ინტენსიურად ახდენენ, თუმცა კონკრეტული სტატისტიკა არ მოაქვთ. როგორც commersant.ge-ს "თიბისი ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურში განუცხადეს, პრობლემურ კლიენტებს „თიბისი“ ხშირად სთავაზობს სესხის დაფარვის ახალ გრაფიკს, მეტიც: მათი მტკიცებით, არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებელს ჯარიმებსაც პატიობენ და თანხის გადახდას მაქსიმალურად უადვილებენ.

მოსახლეობის გაღატაკების ბრალდებებს „თიბისის მსგავსად“ "საქართველოს ბანკის" პრეზიდენეტი ირაკლი გილაურიც უარყოფს და აცხადებს, რომ არის შემთხვევები როდესაც „10–ჯერაც კი მომხდარა რესტრუქტურიზაცია“. ის არ მალავს, რომ მოქალაქეები სესხის გამო ქონებას კარგავენ, თუმცა ირწმუნება, რომ მსგავს ფაქტებს მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში აქვს ადგილი.

შეგახსენებთ, რომ საბანკო დავალიანების პრობლემა განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ დამძიმდა და იმდენად მასობრივი ხასიათი მიიღო, რომ ბანკებს მომხმარებლისთვის შეღავათის გაწევისკენ პატრიარქმაც კი მოუწოდა.

ამ ფონზე კი ქართველი ბანკირების განცხადებები სესხების „მრავალჯერადი რესტრუქტურიზაციის“ შესახებ საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურება, რადგან 3 წელიწადში „10–ჯერად რესტრუქტურიზაციაზე“ საუბარი საბანკო არითმეტიკას ეწინააღმდეგება.

ამასთან, როგორც "კომერსანტის" მოკვლევის შედეგად გაირკვა, 2011 წელს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციების უმეტესობა სწორედ ვალში წაღებული ქონების ხარჯზე ხდებოდა.

საინფორმაციო ანალიტიკური პორტალის „ბი პი აის“ დირექტორის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სესხების „10–ჯერ გადავადებაზე საუბარი, რბილად რომ ვთქვათ არარეალურია".

„ბანკები რესტრუქტურიზაციას ყველაზე ხშირად მსხვილ კლიენტებთან მიმართებაში ახორციელებენ. ფიზიკური პირებისა და მცირე კომპანიების შემთხვევაში კი მათი მხრიდან ლოაილობა მინიმალურია. საკუთარი განცხადების დასამტკიცებლად კარგი იქნება თუ ირაკლი გილაური საკუთარი ბანკის სტატისტიკას წარმოადგენს. ერთადერთი ბანკი საქართველოში, რომელიც მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას იჩენდა როგორც კორპორატიული ასევე ინდივიდუალური კლიენტების მიმართ, არის ბანკი „რესპუბლიკა“, ამიტომაც იყო, რომ გასულ წელს საკმაოდ სოლიდური ზარალი ქონდა,“ – აცხადებს ლექვინაძე.

ექსპერტ დავით ნარმანიას შეფასებით კი ბანკების მხრიდან 10–ჯერადი რესტრუქტურიზაცია გამორიცხულია. მისი თქმით, მსგავსი მიდგომა შესაძლოა მხოლოდ შერჩევით ხდებოდეს და არა მასობრივად. მისივე თქმით, განცხადება, რომ სესხის გამო ქონებას მხოლოდ ერთეულები კარგავენ, რეალობას არ შეესაბამება, ვინაიდან ბანკები კლიენების ქონებას "ჩუმად" ყიდიან.

საბანკო ექსპერტ გიორგი აბაშიშვილის განცხადებით კი ბოლო 4 წლის განმავლობაში ბანკები ბიზნესმენებს სესხის რესტრუქტურიზაციას სასესხო ხელშეკრულების გაუარესების და საპროცენტო განაკვეთების გაზრდის ფონზე სთავაზობდნენ. რაც შეეხება ვალში წაღებულ ბინებს, როგორც ექსპერტმა რადიო „კომერსანტს“ განუცხადა, ბანკებს თავად არ უღირთ უძრავი ქონების პირდაპირ აუქციონზე გატანა, რადგან დღეს საცხოვრებელი ფართების ღირებულება დაბალია და უფრო მომგებიანია კრედიტორებს სესხები გაუგრძელონ.

ამასთან, აბაშიშვილის თქმითვე, 2008 წლის კრიზისის შემდეგ ბანკებს და ბიზნესს შორის ურთიერთობები სახელმწიფოს ჩარევით მოგვარდა: მერიის ინიცირებული ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის პროგრამის ფარგლებში სამშენებლო ბიზნესში რიგი კომპანიები გაკოტრებას გადაურჩნენ. 0

ავტორი: