მოდის ილუსტრატორი მოდის ილუსტრატორი />


  08:19:15     20-06-2012

მოდის ილუსტრატორი

a19273.jpg

Sabine Pieper-ი მოდური ილუსტრატორია, რომელიც ცნობილი და საკმაოდ პოპულარულია უცხოეთში. მის მეორე
პროფესიას ფოტოგრაფობა წარმოადგენს.
ის 1980 წელს დაიბადა, მის კარიერასა და მოღვაწეობას კი ბერლინში
აგრძელებს. მას ფართო ურთიერთობები აქვს ცნობილ, მოდურ წამყვან ჟურნალებთან. მისი ილუსტრაციები ხშირად
ხდება სხვადასხვა წიგნების გაფორმების საშუალება, ასევე ხშირად ეწყობა მისი პერსონალური გამოფენები.

Vlisco არის ცნობილი ბრენდი, რომელთანაც საბინს ხშირად აქვს ხოლმე ურთიერთობა, რაც მათ თანამშრომლობაში
გამოიხატება. 2011 წელს ილუსტრატორმა სპეციალურად ბრენდისთვის რამდენიმე არაჩვეულებრივი ჩანახატი შექმნა.
მისი სტილი განსხვავებულია. ადამიანის სახეს, ნაკვთებს და სხვადასხვა დეტალებს, მუქ ან შავ-თეთრ ტონალობებში
წარმოგვიდგენს, ტანისამოსს კი მთლიანად უკეთებს აქცენტს და მკვეთრ ფერებს გვთავაზობს. ტექნიკა, რომელიც ამ
ნახატებში მან წარმოგვიდგინა, მართლაც ელეგანტურისა და წარმოსახვითი სტილის არაჩვეულებრივ კომბინაციას ქმნის.

წყარო

0

ავტორი: