ღვეზელი მწვანე ხახვით ღვეზელი მწვანე ხახვით />


  07:54:57     20-06-2012

ღვეზელი მწვანე ხახვით

a19266.jpg

მასალა:

ფქვილი  - 500 გრ

რძე  - 250 გრ (თბილი)

 საფუარი  - 20 გრ

შაქარი  - 1 ჩ/კ

 მარილი  - 1.2 ჩ/კ

 კვერცხი  - 6 ცალი

 ხახვი  - 2 კონა (მწვანე)

 კარაქი  - 50 გრ

გაცერილ ფქვილში გავაკეთოთ ჩაღრმავება და ჩავასხათ 1 ჭიქა თბილი რძე, რომელშიც გახსნილია საფუარი. დავამატოთ 1 ჩ/კ შაქარი მივაყაროთ ფქვილი და დავტოვოთ ცოტა ხანი თან ოდნავ მოვზილოთ. როცა ცომი ამოვა (20 წუთის მერე დაახლოებით), დავაყაროთ მარილი და მოვზილოთ ცომი. ცომი უნდა ამოვიდეს 2-ჯერ. სანამ ცომი ამოვა მოვამზადოთ გულსართი. დავჭყლიტოთ ჩანგლით მოხარშული კვერცხები. დავჭრათ მწვანე ხახვი. ხახვი ჩავყაროთ კვერცხში და დავაყაროთ მარილი გემოვნებით. ჩავასხათ გულსართში 50 გრ გამდნარი კარაქი, კარგად ავურიოთ და შევდგათ მაცივარში. ცომი გავყოთ 25-30 ნაწილად. თითოეული ბურთულა გავაბრტყელოთ და ჩავდოთ 1 დესერტის კოვზი გულსართი. შევკრათ ღვეზელი, გავაჩეროთ 20 წუთი, წავუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ 15 წუთის განმავლობაში 230 გრადუსზე.

0

ავტორი: