ბადრიჯნის საცივი ბადრიჯნის საცივი />


  07:54:15     20-06-2012

ბადრიჯნის საცივი

a19265.jpg

მასალა:

    2 კილოგრამი ბადრიჯანი

    50 გრამი ზეთი

    400 გრამი ნიგოზი

    1 ჩაის ჭიქა ძმარი

    2 ჩაის კოვზი ხმელი სუნელი

    20 გრამი ნიორი

    200 გრამი ხახვი

    მარილი და წიწაკა გემოვნების მიხედვით

გრძივად ჩაჭრილი მთელი ბადრიჯანი მოვხარშოთ და გავწუროთ ცნობილი წესით. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვხრაკოთ ზეთში. ხახვი რომ შეწითლდება, დავასხათ 4 ჩაის ჭიქა წყალი და წამოვადუღოთ მოხრაკულ ხახვთან ერთად. შემდეგ ჩავუმათოთ დანაყილი ნიგოზი, ხმელი სუნელი, მარილი ნიორთან და წიწაკასთან ერთად, ჩავასხათ კარგი ღვინის ძმარი და ჩავყაროთ აგრეთვე დანაყილი მიხაკ-დარეჩინი დავუმატოთ ცოტა ადუღებული წყალი. ამ წვენში ჩავაწყოთ მოხარშული და დაწრეტილი მთელი ბადრიჯნები.

0

ავტორი: