„აფხაზეთის გმირის“ პასუხი აფხაზ ახალგაზრდებს „აფხაზეთის გმირის“ პასუხი აფხაზ ახალგაზრდებს />


  07:52:33     20-06-2012

„აფხაზეთის გმირის“ პასუხი აფხაზ ახალგაზრდებს

a19264.jpg

იბრაგიმ იაგანოვი ჩერქეზი საზოგადო მოღვაწე, ყაბარდული „ხასე“–ს ლიდერია. იგი ქართულ–აფხაზური ომის დროს ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა და ამის გამო მას აფხაზებმა „აფხაზეთის გმირის“ წოდებაც კი მიანიჭეს. აფხაზებში ის იმდენად პატივსაცემი პიროვნებაა, როცა ჩადის და ქუჩაში დადის, ასაკოვანი აფხაზებიც კი მის პატივსაცემად ფეხზე დგებიან. 

იაგანოვი ის პიროვნებაა, რომელმაც ომის შემდეგ სხვებთან ერთად გადაწყვიტა საქართველოსთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონოდა, სანამ თბილისი აფხაზეთის “დამოუკიდებლობას” არ აღიარებდა. თუმცა ისე მოხდა, რომ იაგანოვი თბილისსაც ეწვია. ამის გამო აფხაზები ნასიამოვნებნი ნამდვილად არ დარჩენილან და ინერნეტ–სივრცეშიც მას ამის გამო განსაკუთრებით აფხაზმა ახალგაზრდებმა საქართველოსთან და ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობების შესახებ და ასევე იმაზე, თუ რატომ შეიცვალა 20 წლის შემდეგ მოსაზრება და ჩავიდა თბილისში და სხვა უამრავი შეკითხვები დაუსვეს. აი, რა უპასუხა დასმულ შეკითხვებზე ინტერნეტით იბრაგიმ იაგანოვმა:

„ჩემო ძვირფასებო!

როცა მივიღე წერილი ნიკოლაი ლოპატინისგან წინადადებით, მეპასუხა აფხაზი ახალგაზრდების შეკითვებზე, მე იმედის ნაპერწკალმა გამიელვა, რომ ჩვენ შეგვიძლია რაღაცაში გავერკვეთ. თუმცა, როცა თქვენი შეკითხვები წავიკითხე, ეს ნაპერწკალი ჩაქრა. მე გაოცებული ვარ თქვენი შეზღუდულობით, ძალიან მსურს, იმედი მქონდეს, რომ ეს შეზღუდულობა ინფორმაციულია. თქვენ „მიირთმევთ“ იმას, რასაც გთავაზობენ და გთავაზობენ იმასაც, რაც თქვენს დღევანდელ ხელისუფლებას სურს. ეს ძალზე სამწუხაროა.

არ შემიძლია დავეშვა იქამდე, რომ ის სისაძაგლე, რომელსაც მწერთ, განვიხილო. მე არა ვარ განსასჯლელი და არც თქვენ ხართ პროკურორები. თუ თქვენ გსურთ მეტი იცოდეთ, მაშინ გაიგეთ იმათგან, ვინც ამ სიბინძურეებით გკვებავთ, რატომ შამილ ბასაევმა ჩეჩნეთის პრემიერ–მინისტრად ყოფნისას უარი თქვა მიეღო აფხაზეთის ოფიციალური დელეგაცია, რატომ დაუბრუნა ხატაჟუკოვმა დემონსტრაციულად ლეონის ორდენი აფხაზეთის პარლამენტს და მრავალი სხვა, რაც, უბრალოდ თქვენთვის ხელმისაწვდომი არ არის.

დაუსვით ეგ კითხვები კონსტანტინე ოზგანს, გენადი ალამიას, ბატალ ჯოპუას, ასტამურ ტანიას და სხვა მრავალს, რომლებიც აფხაზეთის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სათავეებთან იდგნენ. მსურდა ეს კითხვები დაგესვათ იმ მრავალი სხვებისთვისაც, რომლებიც დღეს ცოცხლები არ არიან – ზურა აჩბასთვის, აკა არძინბასთვის, ალმასბეი კჩაჩისთვის, მაგრამ ისინი უკვე ვერაფერს გიპასუხებენ. მანამ, სანამ საქართველოს სახელმწიფო საბჭო დაძრავდა ჯარებს აფხაზეთისკენ, ყაბარდოსა და საქართველოს შორის არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობდა. როცა ეს ომი დაიწყო, ჩვენ ყოველგვარი ფიქრისა და მსჯელობის გარეშე, ჩუმად უღელტეხილით წავედით აფსნის თავისუფლების დასაცავად. მე ჩერქეზი ვარ აფხაზური ფესვებით, აფხაზეთში უპირველეს ყოვლისა ვიცავდი ჩემს პატიოსნებასა და ღირსებას ისევე, როგორც მრავალი ჩემი თანამებრძოლი. მე არავისი ვალი არ მქონდა ისევე, როგორც არავის ჰქონდა ჩემი ვალი.

იმ პერიოდში ჩვენ ქართველი ხალხის მიმართ სიძულვილი არ გვქონდა. ჩვენ გვქონდა დაუნდობელი მტრობა საქართველოს სახელმწიფო საბჭოსთან და იმ შეიარაღებულ ადამიანებთან, რომლებიც აფხაზეთში ომით მოვიდნენ. ამ ომში ჩვენ გავიმარჯვეთ და ადიღური ეტიკეტის „უერკ ხაბზე“ს («уэркъ хабзэ») მიხედვით ჩვენი წინაპრები ყოველთვის პატივისცემითა და განსაკუთრებული შარმით ეპყრობოდნენ დამარცხებულებს.

ვინ ვარ მე, რატომ ვიბრძოდი და ვცდილობდი ყაბარდოელების აფხაზეთიდან გაყვანას, შეგიძლიათ იმათგან შეიტყოთ, ვისთანაც ერთად ვიბრძოდი.

რევოლუციებს ახორციელებენ იდეალისტები და ფანატიკოსები, ხოლო ნაყოფს იმკიან ვიგინდარები. ახლა ვიგინდარების დროა. და სინამდვილეში ეს ჩალის ფასად არ ღირს.

ყველა, ვინც აფაზეთისთვის პატიოსნად იბრძოდა, იბრძოდა თავისუფალი დამოუკიდებელი აფხაზეთისთვის და არა იმისთვის, რაც გვაქვს ჩვენ იქ. მე ზუსტად ვიცი, რომ ის აფხაზები, ვისთანაც ერთად მაშინ ვიბრძოდით, ოცნებობდნენ და სისხლს ღვრიდნენ სრულიად განსხვავებული აფხაზეთისთვის.

საეჭვოა, ვინმეს თავისი სიცოცხლე გაეწირა იმის გამო, რომ სარფიანად გაეყიდა თავისი სამშობლო, ეყიდა ამ ფულით, „ლენდ კრუიზერი“ და იმით გმირულად „ასულიყო ევკალიპტზე“. ომის დროს აფხაზები სულ სხვა გმირობებს ჩადიოდნენ. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით წინააღმდეგნი, რომ აფხაზეთი საქართველოს ფრთბქვეშ დაბრუნდეს ისევე, როგორც ვიქნებით წინააღმდეგნი, რომ იგი რუსეთის გუბერნიად გადაიქცეს. თუმცა, აფხაზეთი სავარაუდოდ რუსეთის გუბერნიობასაც ვერ მიიღებს. ის გახდება კრასნოდარის მხარის რაიონი და ტკაჩოვი – თქვენი ახალი გუბერნატორი.

ვინმეს უკითხავს საკუთარი თავისთვის, რატომ არსებობს ფარული ინსტრუქცია არ მისცენ ჩერქეზებს მოქალაქეობა (სეპარატისტულ აფხაზეთში ჩერქეზებს მოქალაქეობას არ აძლევენ, – ავტ.)? ბოლო წლებში რატომ არ შეგვრჩა არანაირი კავშირები   და ერთმანეთთან დავდივართ მხოლოდ და მხოლოდ გასვენებებზე? ასეთი „რატომ?“ ძალზე ბევრია, მაგრამ თქვენ სვამთ სულ სხვა კითხვებს.

ყაბარდოში დღესარსებული  სიტუაციაა კატასტროფულთან ძალზე ახლოსაა. ყველანაირი კეთილი სურვილების საფარქვეშ მიზანმიმართულად ხოცავენ ჩვენს ახალგაზდობას. 2005 წლის 13 ოქტომბრიდან ჩვენთან 2000–ზე მეტი ახალგაზრდა – მილიციელი, მუსულმანი, გასტარბაიტერი და უბრალოდ, უგზოუკვალოდ დაკარგული, დაიღუპა. ყველა ისინი ყაბარდოელები არიან და ძირითადში ერის ნაღებს შეადგენენ. ეს პროცესი დღესაც გრძლდება, მაგრამ არავის აინტერესებს. თუ ჩვენ მომავალშიც ასე დავჯდებით გულხელდაკრეფილები, მაშინ წმინდა მათემატიკურად შეგვიძლია დავიაგარიშოთ, როდის ამოხოცავენ ჩვენს ხალხს.

როგორც ბანალურად არ უნდა მოჩანდეს, დახმარების ხელი ჩვენ საქართველომ გამოგვიწოდა. გვატყუებენ ისინი, თუ ჩერქეზულ საკითხს ჭეშმარიტად ეკიდებიან შემდგომშ გავიგებთ. „შემოდგომით, როცა წიწილებს დავითვლით“. მანამდე კი არანაირი ალტერნატივა და საფუძელი არ გვაქვს არ საქართველო სიცრუეში დავადანაშაულოთ. 

ყველა ამ სიტუაციაში არსებულ სიტუაციაში აფხაზეთი ჩაერიოს, აუცილებლობა უბრალოდ არ არის. ჩვენ ვიცით, რომ აფხაზეთი დამოკიდებულია რუსეთზე და შექმნილი სიტუაცია აფხაზეთს ამ კავშირზე იძულებით  უბიძგებს. ჩვენ თავად რუსეთში ვცხოვრობთ და მშვენივრად გვესმის, რომ რუსეთთან დაპირისპირებაზე საუბარი შეუძლებელია. მაგრამ სტრატეგიული ინტერესები და მთელი შენი ხალხის მომავალი მომავალი გაყიდო, ასევე იაფად ესაზღვრება ღალატს. იმავდროულად ეს თქვენი მომავალი და თქვენი პერსპექტივაცაა. მიმოიხედეთ ირგვლივ, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება, რა მოელის აფხაზეთს? მე ვერანაირ კარგს ვერ ვხედავ. მიმდინარე პროცესების დროს აფხაზეთი უბრალოდ მრავალმნიშვნელოვნად უნდა გაჩუმდეს, არ უნდა აცხადებდეს „რა ესაქმებათ ჩერქეზებს კრასნაია პოლიანაზე? ეს აფხაზეთის მიწაა“. სწორედ იმ მიზეზით, აფხაზეთსაც – აფხაზურ მიწას, ჩერქეზებს აქვთ პირდაპირი დამოკიდებულება. ამ მიზეზის გამო ასობით ჩრდილოკავკასიელი წავიდა მოხალისე წავიდა უღელტეხილით წავიდა მისი თავისუფლების დასაცავად.

მე კი ის იბრაგიმი ვარ, რომელსაც აფხაზეთში იცნობდნენ, იმავე იდეალებითა და იმავე პრინციპებით.  მე ჩემი სამშობლოთი და ბრძოლაში დაცემული ამხანაგების სიცოცხლით არ ვვაჭრობ, რაც არ უნდა ძვირი შემომთავაზონ ამისთვის.

იბრაგიმ იაგანოვი“.

0

ავტორი: