სირიაში, „სახელმწიფო ინტერესების“ დაცვისათვის მზადების ბრძანება, რუსულმა გემმა უეცრად მიიღო სირიაში, „სახელმწიფო ინტერესების“ დაცვისათვის მზადების ბრძანება, რუსულმა გემმა უეცრად მიიღო />


  15:42:34     19-06-2012

სირიაში, „სახელმწიფო ინტერესების“ დაცვისათვის მზადების ბრძანება, რუსულმა გემმა უეცრად მიიღო

a19258.jpg

მიუხედავად იმისა, რომ მექსიკაში გამართული „დიდი ოცეულის“ სამიტზე აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, რომლის ძირითადი თემაც სირიის საკითხი იყო, მთლიანობაში პოზიტიურად შეფასდა და ითქვა, რომ მხარეები კომპრომისს მიუახლოვდნენ, რუსეთი მაინც თავს იზღვევს.

ბარაკ ობამასა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკების შედეგი იყო შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ორივე ქვეყანამ სირიის კონფლიქტის ყველა მხარეზე უნდა მოახდინოს ზეწოლა და რომ პრობლემა პოლიტიკური გზით უნდა დარეგულირდეს.

თუმცა ასევე ცნობილი ხდება, რომ მოსკოვი სხვა სცენარისთვისაც ემზადება, რომელიც პირველად ამერიკულმა მხარემ გაახმაურა. კერძოდ, საუბარია, სირიაში რუსული სადესანტო გემის „ნიკოლაი ფილჩენკოვის“ გაგზავნაზე.

თავდაპირველად, მოსკოვმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო, თუმცა დღეს რუსეთის გენშტაბზე დაყრდნობით „ინტერფაქსი“ იუწყება, რომ სირიის მიმართულებით დაძვრას არა მარტო „ნიკოლაი ფილჩენკოვი“ არამედ დიდი სადესანტო გემების შემადგენლობა, მათ შორის გემი „ცეზარ კუზნეცოვიც“ აპირებს.

 „ინტერფაქსის“ წყარო აღნიშნავს, რომ დიდი სადესანტო გემების შემადგენლობა, მათ შორის, გემები „ნიკოლაი ფილჩენკოვი“ და „ცეზარ კუნიკოვი“ ამთავრებს მზადების პროცესს, რათა ხმელთაშუა ზღვაში გავიდეს და სირიის პორტ ტარტუსში, სადაც რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ბაზაა განთავსებული, სპეციალური ამოცანები შეასრულოს. ამ „სპეციალურ ამოცანად“ რუსეთის მოქალაქეების დაცვა და ტარტუსის პორტში რუსეთის ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელდება. ანუ ოფიციალური ვერსიით საუბარია იმაზე, რომ ამ გემებმა, საჭიროების შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეების ევაკუაცია უნდა მოახდინონ.

თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მოსკოვი უკვე სირიის პრობლემის სამხედრო გზით გადაწყვეტისთვის ემზადება.

„ინტერფაქსი“ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარი შტაბიდან მიწოდებული ინფორმაციის თანახმად წერს, რომ  გემების მომზადების ბრძანება „სირიაში სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიზნით“ უეცრად მიიღეს და „ცეზარ კუნიკოვი“, რომელიც კუნძულ სიცილიადან სულ ახლახანს დაბრუნდა, მარაგის შევსებისთანავე სირიისკენ „ახალი ამოცანების შესასრულებლად“ გაემართება. სამხედრო-საზღვაო ფლოტის შტაბის ანონიმი ოფიცერი იმასაც ადასტურებს, რომ სადესანტო გემებზე საზღვაო ქვეითთა დიდი ჯგუფებია განთავსებული.

რუსეთის მხრიდან  ომისათვის სამზადისად აღიქმება გასულ კვირას რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის ვლადიმერ გრადუსოვის მიერ გაკეთებული განცხადებაც, რომლის თანახმადაც რუსული ავიაცია მზადაა სირიისკენ დაძრული გემების უსაფრთხოება ჰაერიდან დაიცვას.

ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა გუშინ განაცხადა, რომ გემებზე, რომლებსაც მოსკოვი სირიაში გზავნის, გემსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტებია განთავსებული, რათა რუსეთი ბაშარ ასადს რეჟიმის შენარჩუნებაში დაეხმაროს.
0

ავტორი: