ტიმოშენკო იანუკოვიჩს ცილისწამების გამო უჩივლებს ტიმოშენკო იანუკოვიჩს ცილისწამების გამო უჩივლებს />


  14:29:24     19-06-2012

ტიმოშენკო იანუკოვიჩს ცილისწამების გამო უჩივლებს

a19257.jpg

უკრაინა ახალი სკანდალის მოლოდინშია. საინფორმაციოო სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ უკრაინის ყოფილი  პრემიერი და პოლიტიკური მოძრაობა „ბიუტ“–ის ლიდერი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, იულია ტიმოშენკო ქვეყნის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ აპირებს სარჩელის შეტანას.

რუსული სააგენტო „რეგნუმის“ ცნობით, ტიმოშენკო იანუკოვიჩის წინააღმდეგ აპირებს სხვა ქვეყნების სასამართლოებს მიმართოს სარჩელით, უკრაინის პრეზიდენტის მიერ სააგენტო Bloomberg–ისთვის მიცემული ინტერვიუს გამო, რომელშიც მან განაცხადა, რომ იულია ტიმოშენკოს, უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის, ევგენი შჩერბანის მკვლელობასთან შესაძლოა კავშირის ჰქონდეს. როგორც „ბიუტ“–ის პრესსამსახური იტყობინება, ამის შესახებ ხარკოვში, 18 ივნისს, გამართულ ბრიფინგზე იულია ტიმოშენკოს ადვოკატმა, სერგეი ვლასენკომ განაცხადა.

„იულია ვლადიმიროვნა პირველად მადლიერია ვიკტორ იანუკოვიჩის იმის გამო, რომ მან მთელი მსოფლიოს წინაშე პატიოსნად და პირდაპირ აღიარა, რომ მის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების შემკვეთია, რადგანაც სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ხოლო ზოგჯერ კი გამოძიების გარეშეც აცხადებს მას დამნაშავედ“, – განაცხადა ვლასენკომ და იქვე გაიხსენა, რომ 13 ივნისს, ამერიკულ სააგენტო Bloomberg–ისთვის მიცემულ ინტერვიუში ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ იულია ტიმოშენკო  შჩერბანის მკვლელობაში მონაწილეობდა.

Bloomberg–ი ის სააგენტოა, რომელიც ინფორმაციას მთელს მსოფლიოში ავრცელებს. ტიმოშენკო კიდევ ერთხელ მადლიერია იანუკოვიჩის იმის გამო, რომ მან მას საშუალება მისცა დაეცვა საკუთარი სახელი არა მხოლოდ მოსყიდულ და მანიპულირებად უკრაინის სასამართლოებში, რომლებიც იანუკოვიჩის შეკვეთით მოუწოდებენ მისი ლინჩის წესით გასამართლებას, არამედ დემოკრატიულ ქვეყნებშიც, სადაც მართლმსაჯულება არსებობს“, – აღნიშნა ტიმოშენკოს ადვოკატმა.

მისივე თქმით, დღევანდელი დღიდან (18 ივნისიდან) დაწყებული, ტიმოშენკო იურისტთა გუნდის ფორმირებას შეუდგება, რომელიც მის ინტერესებს სხვადასხვა ქვეყნებში წარმოადგენს „იმ მიზნით, რათა იანუკოვიჩის მსგავსი ხალხი სასამართლოს წინაშე დააყენონ“. „ყველა სასამართლო პროცესის დროს განხილული იქნება ის აბსურდული ბრალდებები, რომლებიც იანუკოვიჩს ინტერვიუში გაისმა“, – დაასკვნა ვლასენკომ.

0

ავტორი: