პუტინს, ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოში, იური შევჩუკის კანდიდატურა შესთავაზეს პუტინს, ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოში, იური შევჩუკის კანდიდატურა შესთავაზეს />


  08:04:50     19-06-2012

პუტინს, ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოში, იური შევჩუკის კანდიდატურა შესთავაზეს

a19239.jpg

რუსეთის პრეზიდენტთან არსებულმა ადამიანის უფლებათა  დაცვის საბჭომ ფარული კენჭისყრა მოაწყო, რომლის შედეგადაც საბჭოს წევრობის ახალი კანდიდატი გამოავლინეს. მათ შორის აღმოჩნდნენ იური შევჩუკი, ოლგა რომანოვა და ვლადიმერ პოზნერიც. როგორც გაზეთ „იზესტიას“ პროცედურის ერთ–ერთმა მონაწილემ ანონიმურობის დაცვის პირობებში განუცხადა, „არჩევნებში“ მონაწილეობდა საბჭოს ყველა ნამდვილი წევრი.

„მე საბჭოს წევრებს ვთხოვე გამოეთქვათ მოსაზრება, ვინ სურდათ ეხილათ საბჭოს შემადგენლობაში. ეს ცოცხალი სტრუქტურაა. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს ერთმანეთის ესმოდეთ. ყველა გვარს გაიგებთ, როცა ბრძანებულებას პრეზიდენტი მოაწერს ხელს“, – უპასუხა „იზვესტიას“ მის თხოვნაზე, დაესახელებინა კანდიდატების გვარები, საბჭოს თავკაცმა, მიხაილ ფიოდოროვმა და  კანდიდატების გვარების გამხელაზე კატეგორიული უარი თქვა.

ცნობილია, რომ ამ კვირის ბოლომდე ფიოდოროვი აპირებს ვლადიმერ პუტინს განსახილველად კანდიდატების სია შეუტანოს. მისივე თქმით, საბჭოს შემადგენლობა მეოთხედით განახლდება.

კონკურსზე ერთ ადგილზე 3–4 კაცი განიხილებოდა, ამბობს ჟურნალ „ისკუსტვო კინო“–ს მთავრი რედაქტორი, დანიელ დონდურეი. თითოეულ პოტენციურ კანდიდატთან საუბრობს მიხაილ ფიოდოროვი და გასაუბრება კვირის ბოლომდე გასტანს. გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ამ მიზეზით, მაგალითად,  იური შევჩუკი მისი კანდიდატურის წამოყენების თაობაზე საქმის კურსში არ იყო.

„არანაირი წინადადება არ შემოუთავაზებიათ, – თქვა მუსიკოსმა.

კითხვაზე, მიიღებდა თუ არა საბჭოში შესვლის შესახებ წინადადებას. „უნდა ვიფიქრო. მე კი ახლა გასტროლებზე ვარ და ბოდიშს გიხდით“,– უპასუხა შევჩუკმა.

გამხდარიყო საბჭოს წევრი, შესთავაზეს ადამიანის უფლებათა დამცველს „მემორიალიდან“, ალექსანდრე ჩერკასოვსაც, მაგრამ მან უარი თქვა. „მიმაჩნია, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ის შედეგის მომტანია, როცა ხელისუფლება მზადაა რჩევები მოისმინოს“, – განაცხადა თავად ჩერკასოვმა. მისივე მოსაზრებით, ამჟამინდელი ხელისუფლება რჩევების მისაღებად აშკარად არაა განწყობილი: „პრეზიდენტმა ამ დღეებში განაცხადა, რომ მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება შემოღებული. ეს კი ადამიანის უფლებების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. ამასწინათ, მიტინგების შესახებ მიღებული კანონი, სინამდვილეში მოქალაქეებს უკრძალავს იმიტინგონ. ჩემს კოლეგებს საკმარისი გამოცდილება აქვთ საბჭოში მუშობის. მე კი შირმად ყოფნა არ მსურს“, – აცხადებს ის.

პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში, ადამიანის უფლებათა დაცვის გამო, სკეპტიციზმი გამოხატა საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ, სერგეი კარაგანოვმაც. მისი თქმით, ძალიან ბევრ ექსპერტს სურს საბჭოს დატოვება. ამ დროისთვის მისი შემადგენლობა 11–მა ადამიანმა უკვე დატოვა).

საერთოდ, საკითხავია, სჭირდება კი ასეთი საბჭოს რჩევები თავად პუტინს, რომელსაც, როცა მიტინგების შესახებ კანონი შემოჰქონდათ, საბჭოსთვის არც არაფერი უკითხავს. გამოდის, რომ ეს უბრალო დეკორაციაა და სხვა არაფერი.

მიუხედავად ამისა, მიხაილ ფიოდოროვი ამბობს, რომ სახელმწიფოს მეთაურთან შეძლებს საბჭოს წევრების მიერ შეთავაზებულ წინადადებათა განხილვას. თუმცა, ეს მართლაც საეჭვოა.

0

ავტორი: