"ბიბის" გეოგრაფიული აღმოჩენა - სამცხე-თიანეთი (ვიდეო) "ბიბის" გეოგრაფიული აღმოჩენა - სამცხე-თიანეთი (ვიდეო) /> "/> " />


  16:44:55     18-06-2012

"ბიბის" გეოგრაფიული აღმოჩენა - სამცხე-თიანეთი (ვიდეო)

a19233.jpg

ბიძინა ივანიშვილმა, ოზურგეთის მცირე მიტინგის შემდეგ, მომავალი მიტინგის გეოგრაფიული მდებარეობა დაასახელა. „დიდი მადლობა, სამცხე–თიანეთში შევხვდებით“ - ახარა გურულებს ოლიგარქმა. 

საბრალო გურულებს, თავგზა აებნათ. ჯერ უღრანი სოფლებიდან ოზურგეთში ძლივს ჩამოვედით, ახლა "სამცხე–თიანეთს" რა მიაგნებსო. სავარაუდოდ, ოლიგარქს, მცხეთა–მთიანეთში ან სამცხე-ჯავახეთში სურდა საკუთარ ფანებთან შეხვედრა. 

ლიტერატურასა და პოეზიაში მისი განათლების დონის შესახებ, აქამდეც ვიცოდით. ახლა გეორგაფიული აღმოჩენა გააკეთა. სამცხე–ჯავახეთი და მცხეთა–მთიანეთი გააერთიანა და მიიღო "სამცხე–თიანეთი".

თუმცა ეს მისი პირველი მარგალიტი არ არის, ამ სფეროში. ამას წინათ, პატრულზე დარდობდა. პატრულის შენობებს შუშის კედლები აქვს, „სამხრეთიდან მიადგება მზე შენობას და თვალში ვერ იხედებიან პატრულებიო“.

ადრე შევარდნაძე „ჩრდილოეთიდან ამოსულ მზეს“ მისტიროდა, ახლა ბიძინა „სამხრეთის მზითაა“ უკმაყოფილო. მხოლოდ ბრმა და ყრუ თუ იტყვის, რომ ოლიგარქი ივანიშვილი ასეთ საოცარ შეცდომებს უნებლიედ უშვებს.

მოკლედ, ბიძინას ფანებო, როცა "სამხრეთის მზე" დააცხუნებს, თქვენი ბელადი "სამცხე–თიანეთის" კარიბჭესთან დაგელოდებათ, ხელში შუბით და თავზე ინდაურის ფრთებით. 
0

ავტორი: