ყველის რულეტი ყველის რულეტი />


  09:19:54     18-06-2012

ყველის რულეტი

a19209.jpg

მასალა:                                           

ცომი:

პურის ფქვილი 1კგ.

საფუარი (დროჟი) 30–60გრ.

მარილი 1 ჩ/კ.

შაქარი 1 ს/კ.

ზეთი 3 ს/კ.

კვერცხი 2ც.

რძე ან წყალი 2 ჭიქა

შიგთავსი:

ხახვი 2–3 თავი

სტაფილო 1––2ც.

ყველი 200–300გრ.

წიწაკა და მარილი გემოვნებით

ზეთი შესაწვავად.

წასასმელად:

კვერცხის გული (ყვითრი) 2ც.

მომზადება:

ფქვილს დავამატოთ საფუარი, მარილი, შაქარი, ზეთი, კვერცხი, თბილი რძე და მოვზილოთ ცომი. მომზადებული ცომი დავდგათ თბილ ადგილას ამოსასვლელად რამოდენიმე საათით, შემდეგ გავაბრტყელოთ, ცომის მთლიან ზედაპირზე მოვათავსოთ მოთუშული ხახვი და სტაფილო, მოვაყაროთ გახეხილი ყველი, გადავახვიოთ რულეტისებურად, შემდეგ მოვათავსოთ პერგამენტაფარებულ, ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე, წავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული და გამოვაცხოთ 200* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით 15–20 წუთის განმავლობაში.

შიგთავსის მომზადება:

სტაფილო და ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვთუშოთ ზეთში, შემდეგ მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და კარგად ავურიოთ.

0

ავტორი: