08:48:28     18-06-2012
ეგვიპტეში, ამომრჩევლები, არჩევანს ისლამისტსა და ძველ რეჟიმს შორის აკეთებენ

ხოსნი მუბარაქის დამხობის შემდეგ ეგვიპტე ახალ პრეზიდენტს ირჩევს. ორდღიანი არჩვენების მეორე ტური 16–17ივლისს გაიმართა. სიმართლე უნდა ითქვას, რომ ეგვიპტელებს მაინც და მაინც დიდი არჩევანი არ დარჩათ – ან „ძმები მუსულმანების“ წარმომადგენელი, ისლამისტი, მუჰამედ მურსი უნდა აერჩიათ, ან – დამხობილი ხოსნი მუბარაქის მთარობის ყოფილი პრემიერ–მინისტრი, ახმედ შაფიკი. ამის შემდეგ, წესით, ხელისუფლება სამოქალაქოების ხელში უნდა გადავიდეს, თუ დღევანდელი სამხედრო მმართველობა სიტყვას შეასრულებს. არადა, შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭოს განცხადებით, ისინი ახალ პრეზიდენტს ძალაუფლებას 1 ივლისისთვის გადასცემენ.
თუმცა, როგორც იქ მყოფი უცხოელი კორესპონდენტები იუწყებიან, „არაბული გაზაფხულის“ მონაწილე მრავალი ეგვიპტელი, უკმაყოფილოა არსებული სიტუაციით და არჩევნების მეორე ტურის დაწყებამდე მათ მოსახლეობას მისი ბოიკოტისკენ მოუწოდეს.
არადა, სიტუაცია ისეთია, რომ ეგვიპტე ახლა არამხოლოდ პრეზიდენტის გარეშეა დარჩენილი, არამედ იქ კონსტიტუციაც არ მოქმედებს. ჯერ კიდეც მუბარაქის პერიოდში დანიშნულმა უმაღლესმა საკონსტიტუციო სასამართლომ 15 ივნისს ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. არადა, გასულ წელს ჩატარებულ საპასრლამენტო არჩევნებში მოძრაობა „ძმები–მუსულმანების“ მიერ შექმნილმა თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტიამ სახალხო ასამბლეაში 235 ადგილიდან 100 მოიპოვა.
თუ შეიარაღებულ ძალთა უმაღლესი საბჭო უახლოეს დღეებში პარლამენტს დაშლის, მაშინ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტი მიიღებს ქვეყანას მოქმედი პარლამენტისა და მუდმივი კონსტიტუციის გარეშე, რომელიც მის უფლებამოსილებას განსაზღვრავს.
ასამბლეა, რომელიც გასულ კვირას ეგვიპტის პარლამენტმა დანიშნა ახალი კონსტიტუციის შესამუშავებლად, შესაძლოა, ასევე დათხოვნილიქნას.
ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებას როგორც ლიბერალებმა, ასევე ისლამისტებმა „გადატრიალება“ უწოდეს.
„ეს ღონისძებები იმას მოწმობენ, რომ შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭო კონტრრევოლუციას ხელმძღვანელობს და ხელისუფლების ძველი რეჟიმისათვის გადაცემასა და საპრეზიდენტო არჩევნების ფარსად გადაქცევას გეგმავს“, – ნათქვამია ექვსი პოლიტიკური პარტიისა და მოძრაობის ერთობლივ განცხადებაში.
ამ განცხადებაში მათ ასევე „ძმები–მუსულმანების“ წარმომადგენელ, მუჰამედ მურსის არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტირებისკენ მოუწოდეს, მაგრამ მან და მისმა თანამებრძლებმა მაინც მასში მონაწილეობა არჩიეს.
„ძმები–მუსულმანების“ განცხადებით, ისინი არჩევნების მეორე ტურის მოგებასა და ასეთნაირად „ძველი რეჟიმის წარმოადგენლის“ იზოლირებას გეგმავენ.
თავის მხრივ, ახმედ შაფიკმაც, რომელსაც მუბარაქის დროს პრემიერობის გარდა, ასევე სამხედრო–საჰაერო ძალების მთავარსარდლისა და ავიაციის მინისტრის პოსტებიც ეკავა, პირობა დადო, რომ „ქაოსს დაამარცხებდა და სტაბილურობას დააბრუნებდა“.
ბოლო ინფორმაციით, „ძმებმა მუსულმანებმა“ თვიანთ კანდიდატი გამარჯვებულად გამოაცხადეს.მათი მონაცემებით, მუჰამედ მურსიმ 52% დააგროვა, ხოლო ახმედ შაფიკმა – 48%.
„მუჰამედ მუსრი ხალხის მიერ არჩეული ეგვიპტის პირველი პრეზიდენტი გახდა“, – გაავრცელეს მურსის მომხრეებმა მიკრობლოგ Twitter–ის საიტზე.
თუმცა, შაფიკის შტაბ–ბინის წარმომადგენელმა სააგენტო „ რეიტერს განუცხადა, რომ ისინი ამ შედეგს საბოლოოდ არ მიიჩნევენ და დამარცხებას არ აღიარებენ.
ასე რომ დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ეგვიპტეში, სადაც 21 ივნისამდე არჩევნების საბოლოო შედეგები უნდა გამოცხადდეს.
0