09:39:49     16-06-2012
გამომცხვარი გოგრა
მასალა:
გოგრა 1ც.
შაქარი ან თაფლი 100გრ.
ქიშმიში 2 ს/კ.
გარგრის ჩირი 100გრ.
კარაქი გემოვნებით.
შაქრის პუდრა მოსაყრელად.
მომზადება:
გოგრა გავასუფთავოთ, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვათავსოთ ცხიმწასმულ (ფორმას წავუსვათ მცენარეული ზეთი) გამოსაცხობ ფორმაზე, დავასხათ ცოტა რაოდენობის წყალი, მოვაყაროთ შაქარი, მოვათავსოთ მასზე ქიშმიში და გარგრის ჩირი და შევდგათ 180–200* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში. შემდეგ როდესაც გოგრა დარბილდება, დავაწყოთ მასზე კარაქის ნაჭრები და გამოვაცხოთ მომზადებამდე. მომზადების შემდეგ მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
0