ხაჭოთი ფარშირებული ვაშლი ხაჭოთი ფარშირებული ვაშლი />


  09:37:14     16-06-2012

ხაჭოთი ფარშირებული ვაშლი

a19150.jpg

მასალა:

ვაშლი 6 ც.

ხაჭო 7 ს/კ.

თაფლი 2–3 ჩ/კ.

კვერცხი 1 ც.

ქიშმიში გემოვნებით.

მომზადება:

ვაშლები გავრეცხოთ, მოვაჭრათ „თავი" და კოვზით ამოვაცალოთ „გული". ხაჭოს დავამატოთ კვერცხი, თაფლი, ქიშმიში და კარგად ავურიოთ, შემდეგ მომზადებული მასით ამოვავსოთ ვაშლები, დავაფაროთ მოჭრილი „თავი"  მოვათავსოთ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ 180* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.

0

ავტორი: