08:40:07     15-06-2012
ცხარე კარტოფილი
მასალა:
კარტოფილი 1,5 კგ.
ბულგარული წიწაკა 2ც. (წითელი და ყვითელი)
ხახვი 2 თავი
ნიორი 2–3 კბილი
ცხარე წიწაკა 1ც.
ძმარი 1ს/კ.
ოხრახუში, დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კარტოფილი გავასუფთავოდ და მოვხარშოთ ნახევრად. ცხარე წიწაკა და ნიორი დავნაყოთ, დავმატოთ 2 ს/კ. ზეთი, ძმარი, მარილი და კარგად ავურიოთ. მოხარშული კარტოფილი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და შევწვათ ტაფაზე ზეთში, დავამატოთ ნივრიან–წიწაკიანი მასა, კუბიკებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და ხახვი, მოვაყაროთ მარილი წიწაკა და ვთუშოთ მომზადებამდე. მომზადების შემდეგ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
0