ბიძინამ  „მაესტროს“ დირექტორს 300 ათასი გადაუგდო, „მაესტროელებს“ კი ხელფასი გაუზარდა ბიძინამ „მაესტროს“ დირექტორს 300 ათასი გადაუგდო, „მაესტროელებს“ კი ხელფასი გაუზარდა />


  14:19:22     14-06-2012

ბიძინამ „მაესტროს“ დირექტორს 300 ათასი გადაუგდო, „მაესტროელებს“ კი ხელფასი გაუზარდა

a19096.jpg

ბიძინა ივანიშვილის ოქროთი და ფულებით დატვირთული აქლემი, ამჯერად ტელეკომპანია „მაესტროს“ კართან გაჩერდა.   მომავალი თვიდან, ბიძინას ანგარიშიდან, „მაესტროს“ ყველა ჟურნალისტს ხელფასი 300 ლარით გაეზრდება. ამის სანაცვლოდ, მათ დილა-საღამოს, ეთერში, ბიძინას შესახებ წირვა–ლოცვის აღვლენა ევალებათ. ლოცვები სავალებულო იქნება, სადილის წინ და სადილის შემდეგაც. „გმადლობ, ბიძინა, რომ განმაძღე მე შენ“,  დაიძახებს რომელიმე „მაესტროელი“ და რამიშვილი და სხვები აყვებიან:  „ ალილუიააა ბიძინაა“.

უფრო მძიმე რიტუალი ექნება შესასრულებელი  „მაესტროს“ დირექტორს კიკაბიძეს, რომელსაც ოლიგარქმა უკვე გადასცა  300 ათასი დოლარი. კიკაბიძეს, ამის გამო, დილდილობით, ბიძინას სურათთან სანთლების ანთება დაევალა. ნუ, ლოცვა თავისთავად.

დაახლოებით იგივე სიტუაციაა ბადრი ნანიტაშვილთან.  გორში, ტელეკომპანია „თრიალეთის“   ათი პროცენტის ყიდვის შემდეგ,  ივანიშვილმა ნანიტაშვილს უკვე მისცა 450 ათასი დოლარი.  როგორც გორელები ამბობენ, „თრიალეთის“ დირექტორს არათუ ლოცვა და ბიძინას საგალობლების შესრულება, საერთოდ მისი სურათის ხატად გადაწერა და მოოქროვილ ჩარჩოში ჩასმა აქვს გადაწყვეტილი.

რაში სჭირდება ივანიშვილს ნანიტაშვილის სოფლის ტელევიზია, ან  კიკაბიძის   თბილისი რამდენიმე უბანში მაუწყებელი, ჯიბის ტელევიზიის  დაფინანსება? ფაქტია, „მე–9 არხმა“ იმედები, არათუ ოლიგარქს, უბრალო, ნეიტრალურ ცნობისმოყვარეებსაც არ გაუმართლა. იმდენად აბსურდული და მარაზმული  სატელევიზიო პოლიტიკის გამტარებელი არხი შეიქმნა, რომ ბიძინა მთლად ბრიყვი უნდა იყოს, დაიჯეროს, თითქოს ამ ტელევიზიით შეძლებს იდეოლოგიური ომის მოგებას. ოლიგარქმა არაერთხელ დაიბარა, გააკრიტიკა, გალანძღა ბექაური, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი. რაც არ იცის, ვერ აკეთებს ბექაური. ოლიგარქის ყოველი რისხვის შემდეგ, ბექაური  პრესკონფერენციებს მართავს და „მე–9 არხის“ უნიათობას, მისტიურ პრობლემებს აბრალებს.

პრაქტიკულად, „მე–9 არხი“ ოლიგარქის  მოუშუშებელი იარაა. წყალში გადაყრილი მილიონები მისთვის პრობლემა არაა.  ის, ყოველდღე, ასობით მილიონს ატანს ქარს, მაგრამ პრობლემა სხვა რამეა.  მილიარდერი სიტუაციის ტყვე გახდა.  მან ვერ მიიღო ის პროდუქტი, რომელსაც ელოდა. ტრიპოლსკი, ბექაური, რუხაძე, ივანიშვილისთვის მოუცილებელი მეჭეჭებია. ხელს  ახლებს, გართულდება. სამივე მათგანი განგაშს ატეხს და სამსახურიდან დათხოვნას პოლიტიკურად შეფუთავს. ამიტომ ბიძინა იძულებულია, მეცხრე არხი უძღები შვილივით ჰყავდეს და პარალელურად  სოფლის ტელევიზიები  დააფინანსოს.

0

ავტორი: