Zhamanak:  რუსეთს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ჯარის ჩაყენება სურს Zhamanak: რუსეთს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ჯარის ჩაყენება სურს />


  13:24:39     14-06-2012

Zhamanak: რუსეთს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ჯარის ჩაყენება სურს

a19093.jpg

როგორც AZE.az აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, გუშინ 08:00 საათიდან დღე 08:00 საათამდე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ გახსნეს ცეცხლი აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ ყოველდღიურად იუწყება. სომხური მხარე კი ძირითადად, საკუთარი სამხედრო სიძლიერის დემონსტრირებას ცდილობს, რაშიც რუსეთის როლსაც უსვამს ხაზს.

„რუსეთი საკვანძო როლს თამაშობს სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“ ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ტიგრან სარქისიანმა რუსეთში სომხეთის საელჩოში „რუსეთის დღესთან“ დაკავშირებით ჩატარებული ღონისძიებაზე განაცხადა.

გარდა ამისა, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აქტიურად ემზადება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის - ОДКБ -ს ფარგლებში სექტემბერში დაგეგმილი სამხედრო წრთვნებისთვის, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს. ინფრასტრუქტურა კოლექტიური ძალების ერთობლივი წრთვნისათვის უკვე შენდება.

პარალელურად, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის ტერიტორიაზე განთავსებულ რუსეთის ბაზაზე ინტენსიური წრთვნის შესახებ იუწყება. სამხედროები ამ ეტაპზე საცეცხლე მომზადებას გადიან ავტომატური იარაღითა და პისტოლეტებით. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით წელს წრთვნის ინტენსივობა 3-ჯერაა გაზრდილი.

როგორც გაზეთი „ჟამანაკ“ სტატიაში სათაურით - „რუსეთი იწყებს?“ წერს, სომხეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ვაან შირხანიანი თვლის, რომ ერევანმა რუსეთს უნდა მოსთხოვოს, სომხეთში დამკვირვებლები ან კიდევ დამატებითი  მცირე საჯარისო დანაყოფები გამოგზავნოს, რომელიც საზღვრის ტავუშის რაიონში განთავსდებიან, რაც, ფაქტობრივად, საზღვარზე რუსული ჯარების ჩაყენების მოთხოვნაა. სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადებები შემთხვევით არ კეთდება და ამით რუსეთი ნიადაგს სინჯავს - რა რეაქცია ექნება თუნდაც თავად სომხეთის საზოგადოებას ასეთ პერსპექტივაზე.

და თუკი საზღვრის ტავუშის მონაკვეთზე რუსული ჯარები ჩადგებიან, ეს მალე საზღვრის მთელს პერიმეტრზე გავრცელდება, რასაც თავისი პოლიტიკური შედეგები ექნება, - ყველაზე მთავარი კი ის, რომ რუსეთი თავის ჰეგემონიის აღდგენას შეეცდება სამხრეთ კავკასიაში, რაც ავტორის თქმით, სომხეთისთვისაც ძალიან საშიშია, რადგან ამის შემდეგ, თავად რუსული პროვოკაციების საფრთხე წარმოიქმნება.

0

ავტორი: