რას უკავშირდება რუსეთის არმიაში ოფიცერთა შტატების ზრდა რას უკავშირდება რუსეთის არმიაში ოფიცერთა შტატების ზრდა />


  08:15:07     14-06-2012

რას უკავშირდება რუსეთის არმიაში ოფიცერთა შტატების ზრდა

a19070.jpg

როგორც სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, ეს მთლად თავდაცვის მინისტრ, ანატოლი სერდიუკოვის უშუალო გადაწყვეტილება არ იქნება, მაგრამ ფაქტია, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის არმიის ოფიცერთა კორპუსის 11 ათასი კაცით გაზრდას აპირებს. ახალი თანამდებობა 2012 წლის ივნისიდან გაჩნდა. საინტერესოა, რომ ისინი მანამდეც არსებობდნენ, მაგრამ  იქ სერჟანტების კატეგორიის სამხედროები ჰყავდათ დანიშნული.  

რაც ყველაზე საინტერესოა, ოფიცერთა ახალი თანამდებობები, ძირითადად სადესანტო–მოიერიშეთა ჯარებში შემოაქვთ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, სადესანტო–მოიერიშეთა ჯარების საკითხებში, მაიორ ირინა კრუგლოვას განცხადებით, „2012 წლის 1 ივნისიდან სადესანტო–მოიერიშეთა ჯარებში შემოღებული იქნება „ლეიტენანტი–უფროსი ლეიტენანტის“ კატეგორიის პირველადი თანამდებობები, რომლებსაც მანამდე სერჟანტები ითავსებდნენ“.  მისივე თქმით, სადესანტო–მოიერიშეთა ჯარებში შემოღებული ოფიცრების თანამდებობებზე ძირითადად  წარდგენილნი იქნებიან საპარაშუტო–სადესანტო და სადესანტო–მოიერიშეთა ასეულების მეთაურთა მოადგილეები, ასეულების ინსტრუქტორები საჰაერო–სადესანტო მომზადებაში (84 თანამდებობა). ამას გარდა, კრუგლოვამ აღნიშნა ასევე, რომ ჯარების ამავე სახეობაში სპეციალური დანიშნულების ჯგუფების მეთაურთა უფროსების კიდევ 35 შტატია შემოღებული, რომლებსაც მანამდე კონტრაქტით მოსამსახურენი ითავსებდნენ.

სერდიუკოვმა, ჯერჯერობით,  2009 წლამდე არსებული ოფიცერთა პირველადი რგოლების შტატის  მხოლოდ ნაწილი აღადგინა. თუმცა, მომვალში გამორიცხული არ არის, ოფოცერთა შტატების რაოდენობის გაზრდა სხვა რგოლებშც განხორციელდეს. ყველაფერი რომ აქეთკენ მიდის, ამას არც სამხედრო ექსპერტები უარყოფენ. მათი მოსაზრებით, შტატების შემოღება, ჯერჯერობით, მხოლოდ ელიტარულ ნაწილებსა და ქვედანაყოფებს შეეხოთ, რომლებზეც საბრძოლო მოქმედებათა თანამედროვე სახეობებში  წარმატებებია დამოკიდებული.

აქვე ისიც გახდა ცნობილი, როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების საკითხებში, პოლკოვნიკ ვადიმ კოვალის ინფორმაციით, ჯარების ამ სახეობაში ოფიცრის 300–ზე მეტი თანამდებობაა შემოღებული. სამხედრო–საჰაერო ძალებში კი ეს რიცხვი 2 ათასს აჭარბებს.

თავად სერდიუკოვის ამ გადაწყვეტილებას სამხედრო ექსპერტები ნოვატორულად ნამდვილად არ მიიჩნევენ, რადგანაც ეს შტატები 2009 წლამდე ოფიცრებისა იყო და ახლა, ეტყობა, მაშინ დაშვებული შეცდომის გამოსწორება სურთ.

სინამდვილეში, თუ რითია გამოწვეული ყოველივე ეს, ამაზე სადესანტო–მიერიშეთა ჯარების მთავარსარდალ ვლადიმერ შამანოვს ასეთი მოსაზრება გააჩნია: „სამხედრო ტექნიკა უმჯობესდება, მათზე პასუხისმგებლობა კი მცირე განათლების მქონე გუშინდელ ჯარისკაცებს აკისრიათ, მაგრამ მე მყავს კარგი სპეციალისტები ოფიცრების შემადგენლობიდან. საპარაშუტო საქმე ოფიცერმა უნდა შეასწავლოს, მაგრამ სადესანტო–მოიერიშე ჯარებში ეს თანამდებობა ახლა ოფიცრებისთვის ლიკვიდირებულია“.

თუმცა, ექსპერტებს ჯარის ნაწილებში ოფიცრების შტატის დაბრუნების მიზეზად მაინც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანამეგობრობის ქვეყნებსა და ჩინეთში ვიზიტები მიაჩნიათ, რაც პირველ რიგში, რუსების მტკიცებით,  ევრაზიის კონტინენტზე სამხედრო უსაფრთხოების გაძლიერებას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, თუ რა დატვირთვა ექნება  ყოველივე ამას, ქვეტექსტში აშკარად იკითხება – რუსეთი არამხოლოდ პოლიციური ქვეყანა იქნება, როგორც აქამდე იყო, არამედ  ევრაზიის რეგიონის ჟანდარმობასაც გეგმავს და თანდათანობით, მისი სამხედრო ძალით გასაკონტროლებლადაც ემზადება.

0

ავტორი: