08:13:06     14-06-2012
რუსეთი, აგრესიული ქვეყნების რეიტინგში, მოწინავე პოზიციებზე რჩება
რუსული სააგენტო РБК daily–ის ინფორმაციით, რუსეთს აგრესიული ქვეყნების რიცხვში კვლავინდებურად მყარად უკავია მისთვის კუთვნილი ადგილი. 2011 წლის შედეგებით, მან ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის სიმშვიდის ინდექსის რეიტინგში, 158 ქვეყნიდან 153 –ეადგილი დაიკავა.
რუსეთს აგრესიულად მიიჩნევენ უზარმაზარი სამხედრო სახსრების, პატიმართა დიდი რაოდენობისა და ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული მდგომარეობის გამო.
სიმშვიდის ინდექსი (Global Peace Index) განისაზღვრება 23 მაჩვენებლის საფუძველზე, მათ შორის, მილიტარიზაციის დონით და იმითაც, ქვეყნის მოსახლების საერთო რაოდენობიდან ერთ სულზე თუ რამდენი პროცენტი პატიმარი მოდის.
რეიტინგის მიხედვით უკვე მეორე წელია ზედიზედ, რაც ყველაზე მშვიდ ქვეყანად ისლანდია სახელდება, ხოლო ყველაზე მშვიდ რეგიონად – დასავლეთ ევროპა.
„არაბული გახაფხულის“ მოვლენათა გამო, ინდექსის შემოღებიდან, 2007 წლიდან, პირველად შეიცვალეს ადგილი ყველაზე მშფოთვარე რეგიონად ცნობილმა – საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებმა. ამჯერად ამ ძალზე არასახარბიელო რეიტინგში, მათ პირველობა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრიდილოეთ აფრიკას გადაულოცეს.
რეიტინგში მდგომარეობის გაუმჯობესების საუკეთესო მაგალითი სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის უჩვენეს ვენესუელამ (123–ე ადგილი) და კოლუმბიამ (144).
ნიშანდობლივია იმის აღნიშვნაც, რომ რუსეთის მაჩვენებლები ამ რეიტინგში მუდმივად უარესდება. თუ 2007 წელს მან დანაშაულობების რიცხვის მაღალი მაჩვენებლებისა და არმიაში გაბერილი შტატების გამო 118–ე ადგილი დაიკავა, ერთი წლის შემდეგ უკვე 131–ე ადგილზე დაეშვა, შემდეგ უკვე შესაბამისად 136–ე და 143–ზე დაქვეითდა, ხოლო 2010 წელს მოსკოვის მეტროსადგურებში „ლუბიანკაზე“ და „პარკ კულტურიში“ მომხდარ აფეთქებათა გამო, 147–ე ადგილზე დაიკავა.
როგორც რუსული გამოცემა აღნიშნავს, რეიტინგში მათი ქვეყნის მდგომარეობა წლიდან წლამდე, პრაქტიკულად არ იცვლება, მაგრამ სიმშვიდის უფრო მაღალი დონის ქვეყნების შეტანის გამო, მისი მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბლა დაეცა.
ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსეთი რჩება ლიდერებს შორის ჩეულებრივი იარაღის ექსპორტის, მძიმე შეიარაღებისა, ასევე, ერთ სულ მოსახლეზე პოლიციელთა რაოდენობის მიხედვითაც. ამას გარდა, ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაცია კვლავაც რთული რჩება.
აი, როგორ გამოიყურება რეიტინგში ყველაზე მშვიდი ქვეყნების პირველი ათეული:
1. ისლანდია, 2.დანია, 3. ახალი ზელანდია, 4. კანადა, 5. იაპონია, 6.ავსტრია,
7. ირლანდია, 8. სლოვენია, 9. ფინეთი, 10.შვეიცარია.
რაც შეეხება ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონეთ, ასეთებს შორის აღმოჩნდნენ:
147–148. ლიბია, 147–148. სირია, 149. პაკისტანი, 150. ისრაელი, 151. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, 152, კორეის სახალხო–დემოკრატიული რესპუბლიკა, 153, რუსეთი, 154. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, 155.ერაყი, 156. სუდანი, 157. ავღანეთი, 158. სომალი.
0