აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა,  რუს ოპოზიციონერთა ბინებში მოწყობილი ჩხრეკები დაგმო აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რუს ოპოზიციონერთა ბინებში მოწყობილი ჩხრეკები დაგმო />


  11:01:23     13-06-2012

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რუს ოპოზიციონერთა ბინებში მოწყობილი ჩხრეკები დაგმო

a19048.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, რუსი ძალოვანების მხრიდან ოპოზიციონერთა ბინებში ჩატარებულ ჩხრეკა–დაკავებებს  გამოეხმაურა. ამასთან, შეშფოთება გამოიწვია იმანაც, რომ რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, 12–13 ივნისს „მილიონთა მარშზე“ წესრიგის დარღევის შემთხვევებს მკაცრად აღკვეთდნენ, ანუ ოპოზიციონერები ახალი მოსალოდნელი დაპატიმრებების შესახებ გააფრთხილა.

სააგენტო „ბი–ბი–სის“ ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვიქტორია ნულანდმა ახალი მსხვილმასშტაბიანი აქციის ჩატარების წინ ოპოზიციონერთა აშკარა დევნის გამო, შეშფოთება გამოთქვა.

ვიქტორია ნულანდისვე თქმით, ეს დევნა გამოიხატება ოპოზიციონერთა სახლებში ჩატარებული ჩხრეკით და ასევე გასულ კვირაში სახელმწიფო დუმის მიერ მიღებული კანონით, რომელიც მასობრივ ღონისძებათა ჩატარებისა და მომხდარი დარღვევების გამო „არაპროპორციულ ჯარიმებს“ ითვალისწინებს.

მოსკოვში „მილიონთა მარშის“ შედეგები და სიტყვისა და შეკრებების თავისუფლების საკითხი აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრაზე იქნება წამოწეული, განაცხადა ნულანდმა.

ცნობისათვის: ეს შეხვედრა 13–14 ივნისს მოსკოვში იმართება, რომელშიც აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ტომ მელია მიიღებს მონაწილეობას.

როგორც ცნობილია, 11 ივნისს, დილით ადრე, ოპოზიციურ მოღვაწეთა, მათ შორის, ალექსეი ნავალნის, სერგეი უდალცოვის, ილია იაშინის, ტელეწამყვან ქსენია სობჩაკისა და სხვების ბინებში ძალოვანებმა ჩხრეკა მოაწყვეს. პოლიცია ასევე ბორის ნემცოვსაც ეწვია სახლში, მაგრამ იგი შინ არ აღმოჩნდა. 

მთლიანობაში, გარცელებული ინფორმაციით, 11 ივნისს 12 ოპოზიციონერი იქნა დაკავებული. თუმცა, შემდეგ გამოირკვა, რომ დაპატიმრებული იყო ასევე „მილიონთა მარშის“ მეცამეტე მონაწილე, არტიომ საველიევიც, რომელსაც ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობასა და არეულობებში მონაწილეობა ბრალდება, მაგრამ მისთვის აღმკვეთი ღონისძიების გამოტანა გადადეს.

„მთლიანობაში, ერთად აღებული, ეს ღონისძიებები ძალოვანთა სისტემის თვითნებურად გამოყენების სერიოზული მაგალითია, რომლის მიზანია სიტყვისა და შეკრებების თავისუფლების ჩახშობა“, – აღნიშნა ნულანდმა.

 მანამდე კი, 12 ივნისს, დილით,  „მილიონთა მარშის“ ინიციატორები და ლიდერები, ალექსეი ნავალნი, სერგეი უდალცოვი, ქსენია სობჩაკი და ილია იაშინი  სხვებთან ერთად დაკითხვაზე დაიბარეს. თუმცა, ილია იაშინი მასზე არ გამოცხადდა, ხოლო დანარჩენები, დაკითხვის დაწყებამდე აღშფოთებას ვერ მალავდნენ 11 ივნისს მათ მიმართ მოწყობილი ჩხრეკისა და განუკითხაობის გამო და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ დაკითხვიდან მალე გამოუშვებდნენ და „მილიონთა მარშში“ მიიღებდნენ მონაწილეობას.

0

ავტორი: