08:04:37     13-06-2012
ყავის ნამცხვარი
მასალა:
2 ს.კ. საფანელი
1 ცალი კვერცხი
130გ შაქარი
80გ კარაქი
180გ კეფირი
150 ცივი ყავა
200გ ფქვილი
2 ს.კ. ხსნადი ყავა
100გ დაფქული ნუში
1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
საფანელით, კვერცხითა და შაქრით მომზადებულ გოგლიმოგლს ნელ-ნელა დაუმატეთ გაგრილებული, გამდნარი კარაქი, კეფირი და 100 გრამი ყავა. შეაზილეთ კარგად არეული ფქვილი, ნუში, გამაფხვიერებელი. გაანაწილეთ ყალიბებში და 30 წუთით შედგით ცხელ ღუმელში.
მზა კექსები გამოიღეთ, გააგრილეთ, დაალაგეთ ლამაქებზე და მოასხით 2 სუფრის კოვზი გაცივებული ყავა.
ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა ან მოაცხეთ კრემი, მიღებული 150 გრამ დიეტური ხაჭოსა და 3 სუფრის კოვზ შაქრის შერევით. სურვილისამებრ მორთეთ ფორთოხლის ცედრით.
0