დაბრაწეთ ხახვი კარაქში ან ზეთში, დაასხით 1-1,5 ლიტრა წყალი, ჩაყარეთ ყვავილოვანი კომბოსტო გემოვნებისამებრ და ხარშეთ. ნახევარ ლიტრ მაწონს შეათქვიფეთ 2 ცალი კვერცხის გული და ნელ-ნელა ჩაუშვით ქვაბში, თან მუდმივად ურიეთ. როცა წამოდუღდება, ჩაყარეთ წმინდად დაკეპილი კამა და ქინძი გემოვნებით. სურვილისამებრ შეგიძლიათ ჩაუმატოთ მწვანე პიტნა და ნიორიც. გააფორმეთ ფორთოხლის თხლად ნახეხი კანით.
0