07:59:34     13-06-2012
თურქეთი, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემაზე, 4 მილიარდ დოლარს დახარჯავს
თურქეთი სერიოზულად ფიქრობს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებაზე და ამ მიზნით ღონისძიებათა გეგმაც უკვე შედგენილი აქვს.
როგორც გამოცემა Defense News–ი იუწყება, გამორიცხული არ არის, მან თავდაცვის სამინისტროსთვის საზენიტო რაკეტების მიმწოდებელი უკვე 4 ივლისისთვის შეარჩიოს.
ცნობილი ხდება ასევე თანხის ის რაოდენობა, რასაც თურქეთი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შესაძენად დახარჯავს, ანუ თურქეთი მზადაა, რომ 4 მილიარდი დოლარის ღირებულების შორი რადიუსის მოქმედების რაკეტთსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები შეიძინოს.
სხვათა შორის, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შესასყიდად, თურქეთმა ტენდერი ჯერ კიდევ 2009 წელს გამოაცხადა. ძირითად პრეტენდენტებად თურქეთს ხელისუფლება განიხილავს კომპანიების Raytheon–ისა და Lockheed Martin–ის ამერიკულ კომპლექსებს PAC-3 Patriot–ს, ევროპულ SAMP/T–ს Aster 30–ი რაკეტითურთ, რუსულ С-300 და С-400–ს, ასევე CPMIEC–ის წარმოების ჩინურ HQ-9–ს (С-300В–ის შეცვლილი ასლი).
2011 წლის აგვისტოში ნატომ თურქეთი გააფრთხილა, რომ მას არ შეეძლება ჩრდილოატლანტური ალიანსის მონაცემების გამოყენება რაკეტების გაშვების თაობაზე, თუ ტენდერის შედეგად უპირატესობას რუსული ან ჩინური წარმოების საზენიტო–სარეკეტო კომპლექსს მიანიჭებს.
მოგვიანებით, 2011 წლის სექტემბერში, ვაშინგტონმა და ანკარამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას Patriot–ის კომპლექსში შემავალი ნატოს AN/TPY-2 THAAD კლასის რაკეტსაწინააღმდეგო რადარის თურქეთში, მალატიეზე განთავსების შესახებ.
გავრცელებული ინფორმაციით, რადიოლოკაციური სადგური ამოცანა იქნებოდა ამერიკული ხომალდების გაფრთხილება ირანის მხრიდან სარაკეტო დარტყმის შესახებ.
რაკეტსაწინააღმდეგო თავდასხმის სისტების შეძენის გარდა, 4 ივლისს თურქეთის თავდაცვის სამრეწველო აღმასრულებელი კომიტეტი გეგმავს MILGEM პროექტის მიხედვით 1,5 მილიარდი დოლარის საერთო ღირებულების ექვსი კორვეტის (საგუშაგო და საბადრაგო სამსახურისათის, სამხედრო–საზღვაო ბაზის წყალქეშა ნავისა და საჰაერო თავდაცვისთვის განკუთვნილი სამხედრო ხომალდები) ასაგებად მოიჯარის ამორჩევასაც.
0