აფხაზ და ოს მარიონეტებს ტერმინები „ოკუპაცია“ და „ოკუპირებული ტერიტორიები“ არ მოსწონთ აფხაზ და ოს მარიონეტებს ტერმინები „ოკუპაცია“ და „ოკუპირებული ტერიტორიები“ არ მოსწონთ />


  08:34:20     12-06-2012

აფხაზ და ოს მარიონეტებს ტერმინები „ოკუპაცია“ და „ოკუპირებული ტერიტორიები“ არ მოსწონთ

a18999.jpg

ამ დღეებში ჟენევაში, ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურიბის საკითხებზე დისკუსიების მე–20 რაუნდი გაიმართა. მასში, ბუნებრივია ქართული და რუსული მხარეების გარდა აფხაზ და ოს მარიონეტთა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ეს შეხვედრაც, როგორც მოსალოდნელი იყო, უშედეგოდ დასრულდა.

ტრადიციისამებრ, ამ შეხვედრაზეც, რუსების ჩაწოდებით აფხაზმა და ოსმა მარიონეტებმა ახალი პრეტენზია წამოაყენეს.

ამჯერად მათ თავიანთი მოკლე ჭკუა– გონება ტერმინებს „ოკუპაცია“ და „ოკუპირებულ ტერიტორიებს“ მიაპყრეს და განაცხადეს, განეხილათ, სამართლებრივად რამდენად მართებულია მათი გამოყენება „საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე.

ცხადია, შემდეგ ამას მოჰყვა მათი მხრიდან განცხადება, რომ თითქოს იმ ტერიტორიებზე ქართველებს თავს არა ისინი და რუსები კი არ დაესხნენ, არამედ, ყველაფერი პირიქით იყო.

მათივე მტკიცებით, იმ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო კონტინგენტის ყოფნა, თურმე, ოკუპაციას სრულებითაც არ ნიშნავს, რადგანაც „აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“  „დამოუკიდებელი რესპუბლიკები“ არიან და ისინი თავიანთ თავს ოკუპირებულებად სრულებითაც არ მიიჩნევენ, რადგანაც რუსი სამხედრო მოსამსახურეები,  „რუსეთის სამხედრო ბაზებში კომპაქტურად არიან განთავსებულნი და არ ერევიან ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაში, არ გამოსცემენ სამართლებრივ ბრძანებულებებს და არ ახორციელებენ პოლიციურ, ან ადმინისტრაციულ ფუნქციებს“.

სწორედ ამაზეა ნათქვამი, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო.  საინტერესოა, ამ გამონათქვამების თავად აფხაზ და ოს მარიონეტებს მაინც თუ სჯერათ, რუსებზე რომ არაფერი ვთქვათ. 

მიუხედავად ყოველივე ზემოთთქმულისა აფხაზი და ოსი მარიონეტების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“  არ შეიძლება ჩაითვალონ ოკუპანტებად და ამის გამო თავიანთი მოკლე ჭკუით „ერთობლივი განცხადებაც“ კი გააკეთეს.

რაც მთავარია ეს ერთობლივი განცხადება სააგენტო „ანსნიპრესით, 11 ივნისს გაავრცელეს. ამაზე ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, წერონ და იკითხონ, რადგანაც მსოფლიო თანამეგობრობამ კარგა ხანია უკვე ეს ტერიტორიები ოკუპირებულებად გამოაცხადა, როგორც ამას საერთაშორისო სამართლის ნორმები და პრინციპები ითვალისწინებენ.

0

ავტორი: