08:31:06     12-06-2012
ეთნოლოგიური სამეცნიერო კონფერენცია - არქაული ელემენტები საქართველოს მთის ეთნოკულტურაში
14-15 ივნისს ილიას სახელობის უნივერსიტეტში (ილია ჭავჭავაძის გამზირი # 32, A კორპუსი, 101 აუდიტორია) გაიმართება
ეთნოლოგიური სამეცნიერო კონფერენცია - არქაული ელემენტები საქართველოს მთის ეთნოკულტურაში
სხდომათა პროგრამა
14 ივნისი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია
10.00-10.20 - ნინო აბაკელია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი: “ეპითეტის ფუნქცია ქართული მითორიტუალური კონცეპტუალური კონსტრუქციის ფორმირებაში”
10.20-10.40 - ქეთევან ბაიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი: “არქაულობა და თუშ-ფშავ-ხევსურული სახევისბრო ჰიმნები”
10.40-11.00 - პაატა ბუხრაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი:
“საცხოვრისი ცენტრალური ამიერკავკასიის ადრელითონების ხანის კულტურათა სისტემაში”
11.00 – 11.30 - შესვენება
11.30-11.50 - გია ბაღაშვილი, ეთნომუსიკოლოგი, მუსიკოლოგიის დოქტორი: “მაგიური მუსიკალურ-ესთეტიკური არქეტიპი ქართულ მუსიკალურ ფოლკლორში“
11.50-12.10 - ნაირა ბეპიევი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; ნინო პოპიაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი: „არქაული ელემენტები მთის ეთნოკულტურაში“
12.10-12.30 - თამაზ გაბისონია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი: “ქრისტიანული კვალი სვანურ ჰიმნურ სიმღერებში”
შესვენება - 12.30-13.10
13.10-13.20 - იოსებ ჟორდანია, მუსიკოლოგიის დოქტორი, მელბურნის (ავსტრალია) უნივერსიტეტი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის უცხოური ბიუროს ხელმძღვანელი: “სვანეთი თუ ხევსურეთი? არქაიკის საკითხისათვის საქართველოს მთიანეთში”
13.20-13.40 - გიორგი გოგოჭური, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის
არქეოლოგიური ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი; ირმა ბერძენიშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიური ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი: “ზოროასტრიზმი და ქრისტიანობა ფხოვში”
13.40-14.00 - ზურაბ კიკნაძე, ემერიტუს-პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: „არქაიზმი“ და „წარმართობა” აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რელიგიურ ყოფაში”:
14.00-14.20 - ვლადიმერ კიკილაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი: “ფოლკლორი, ისტორია, ეთნოლოგია”
15 ივნისი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია
10.00-10.20 - თამაზ (ექვთიმე) კოჭლამაზაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი: “ქართული ხალხური რიტუალური სიმღერის “მუმლი მუხასა”-ს წარმომავლობის შესახებ”
10.20-10.40 - ხვთისო მამისიმედიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის პროფესორი: “ქართული ჯვარისა და ოსური ძუარის ტიპოლოგია”
10.40-11.00 - ნინო მახარაძე-კალანდაძე, ეთნომუსიკოლოგი, მუსიკოლოგიის დოქტორი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია: “ქართველ ბავშვთა ფოლკლორი არქაული მუსიკალური აზროვნების ჭრილში”
შესვენება - 11.00 – 11.30
11.30-11.50 - ტრისტან მახაური, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის პროფესორი: “ვაჟა-ფშაველა ქართველ მთიელთა სარწმუნოების შესახებ”
11.50-12.10 - ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, ისტორიკოსი-ეთნოლოგი: „წმინდა გიორგის კულტის გავრცელებისათვის საქართველოში“
12.10-12.30 - გია პოპიაშვილი, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტი: “ბერძენ-რომაელ ავტორების ცნობები და არქაული ელემენტები საქართველოს მთის ეთნოკულტურაში”
შესვენება - 12.30-13.10
13.10-13.30 - თედო უთურგაიძე, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი: „ქართული ენის მთის კილოთა არქაიზმისათვის“
13.30-13.50 - გურამ ყიფიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი: “სვანეთის ხუროთმოძღვრული არქაიკა”
13.50-14.10 - ქეთევან ხუციშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის პროფესორი: “ქართულ–კავკასიური პარალელების ძიება ქართულ
ეთნოლოგიურ კვლევებში”
14.10-14.30 - შემაჯამებელი სხდომა
საორგანიზაციო ჯგუფი: ნინო აბაკელია, მარინა ადამია, პაატა ბუხრაშვილი, თამაზ გაბისონია, ზურაბ კიკნაძე
დამატებითი ინფორმაციისათვის: [email protected]
0