08:10:54     12-06-2012
აზერბაიჯანი რუსეთს ყარაბაღის ფრონტზე პროვოკაციებში ადანაშაულებს
როგორც ცნობილია, ბოლო დღეებში ყარაბაღის მიმართულებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს ბაქო წესიერად დატოვებული არც ჰქონდა, რომ სომხებმა ყარაბახის ფრონტზე და აზერბაიჯან–სომხეთს საზღვრის მონაკვეთზე ინტენსიური ცეცხლი გახსნეს. ცხადია, უქმად არც აზერბაიჯანის მხარე ზის და ინტესიური ცეცხლით პასუხობს მას. როგორც ასეთ სიტუაციებში ხდება ხოლმე, ამჯერადაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთნმხმების დარღვევას ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებს.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარეს ევროსაბჭომ ცეცხლის შეწყვეტისკენ და სიტუაციის მშვიდობიანად დარეგულირებისკენ მოუწოდა, დაპირისპირების ხაზზე ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია.
თუ რა არის ამის მიზეზი და ვინ დგას ყოველივე ამის უკან, აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის, პრეზიდენტ ილხამ ალიევის ყოფილი მრჩევლის, ვაფა გულუზადეს მოსაზრება ასეთია:
„ყველა ბოლო პროვოკაცია მთიან ყარაბახში რუსების მიერაა დაგეგმილი და ხორციელდება სომხების მიერ, განუცხადა გულუზადემ სააგენტო „რეგნუმს“ ყარაბახის ზონაში, სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი სისხლისმღვრელი ინცინდენტების კომენტირებისას.
„რუსეთი უკვე კარგა ხანია აზერბაიჯანის მიმართ კბილებს ილესავს და არ შეუძლია მის განვითარებას მშვიდად უცქიროს. „ევროვიზიის“ შემდეგ ის საერთოდ დარწმუნდა, თუ რა შორს წასული აზერბაიჯანი და რომ იგი წარსულში დაბრუნებას არ აპირებს. ამ ვითარებას კი რუსეთი მწყობრიდან გამოჰყავს. რუსეთს კარგად ესმის, ეკონომიკურად აზერბაიჯანზე ზეწოლა შეუძლებელია, ამიტომ ის სომხების ხელით აქ პროვოკაციებს აწყობს“, – მიაჩნია აზერბაიჯანელ პოლიტილოგს.
ამას გარდა, რუსეთი შეშფოთებულია სამხრეთ კავკასიაში ამერიკის შეერთებული შტატების აქტივიზაციითაც. აქ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირი კონფრონტაციაა. რეგიონში აშშ–ის შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის გამოჩენა, დასავლეთის ზეწოლა რუსეთის მოკავშირეებზე, ბაშარ ასადზე და ირანზე, ნავთობზე ფასების დაცემა – ყოველივე ეს რუსეთს, რომელსაც რეგიონში ამერიკის ინტერესებზე დარტყმის მიყენების გეგმა გამზადებული აქვს, იძულებულს ხდის, ინერვიულოს“, – მიაჩნია ვაფა გულუზადეს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ყარაბახის დარეგულირების საკითხში არანაირი წინსვლა არ იქნება, სანამ ერევანი მოსკოვის კონტროლქვეშ იმყოფება. ამაში გულუზადეს არ შეიძლება არ დავეთანხმოთ, რადგანაც მოსკოვის შუამავლობა კონფლიქტის დარეგულირების სფეროში ჩვენ საკუთარ თავზე არაერთხელ გამოვცადეთ და რით დასრულდა ყოველივე ეს, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ, მსოფლიო თანამეგობრობამაც კარგად დაინახა.
0