სომეხი და აზერბაიჯანელი მშვიდობისმყოფელები, საქართველოს ტერიტორიაზე შეხვდებიან სომეხი და აზერბაიჯანელი მშვიდობისმყოფელები, საქართველოს ტერიტორიაზე შეხვდებიან />


  13:22:04     11-06-2012

სომეხი და აზერბაიჯანელი მშვიდობისმყოფელები, საქართველოს ტერიტორიაზე შეხვდებიან

a18968.jpg

სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოს საზღვარზე, სომხური და აზერბაიჯანული მხარეები ბოლოდროინდელი დაპირისპირების პრობლემაზე ისაუბრებენ.

16 ივნისს, საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრების კვეთაზე, მარნეულის რაიონის სოფელ თეკალში, სამი ქვეყნის მშვიდობისმყოფელთა შეხვედრა იგეგმება. ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი contact.az იუწყება. მისი ცნობით, შეხვედრის ორგანიზატორია ასოციაცია „თეკალი“ - საქართველოდან,  აზერბაიჯანის რეგიონალური კოოპერაციისა და თემთა განვითარების ცენტრი, ასევე სომხეთის სამშვიდობო ინიციატივების კავკასიური ცენტრი. როგორც გამოცემა Turan იუწყება, კავკასიური ინიციატივების ცენტრში პროექტს აშშ-ის დემოკრატიის ხელშეწყობის ნაციონალური ფონდი ახორციელებს.

სომხურ-აზერბაიჯანული დიალოგისთვის საქართველოს ტერიტორია ჯერ კიდევ 2010 წელს შეირჩა. მაშინ სამოქალაქო ორგანიზაცია „სამხრეთ კავკასიის ინტეგრაცია: ალტერნატიული სტარტის“ წარმომადგენელმა გეორგ ვანიანმა განაცხადა, რომ  სომხურ-აზერბაიჯანული დიალოგი  სწორედ სამხრეთ კავკასიაში უნდა დაიწყოს,  საქართველო კი ყველაზე საუკეთესო ვარიანტია, რამდენადაც ის რეგიონში მთავარ მოთამაშედ ითვლება.

ამ დროისათვის არსებული მონაცემების თანახმად, მხარეებს საუბარი საკმაოდ დაძაბული ვითარების ფონზე მოუწევთ,  რამდენადაც, როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, საზღვარზე სკვლავ სროლის ხმა ისმის.

„ფრონტის ხაზზე სიტუაცი დაძაბულია, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ყველა მიმართულებით ირღვევა“ - იუწყება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო, რომლის მონაცემებითაც სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა 10 ივნისის 08:00 საათიდან დღეს დილის 08:00 საათამდე დაცხრილეს აზერბაიჯანული პოზიციები აგდამსკის, ტერტერსკის, გარანბოისკის, ფიზულინსკისა და გედაბეისკის რაიონებში. შეტევას საპასუხო ცეცხლით უპასუხეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გამოცემა Defence. Az ცნობით, ფიზულინსკის მიმართულებაზე ბრძოლები ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებისა და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევების გამოყენებით მიმდინარეობდა. სროლა არ შეწყვეტილა, ასევე, ტერ-ტერას, გარანბოისა და გაზახის რმიმართულებით. საინფორმაციო პორტალი აცხადებს, რომ აზერბაიჯანული მხარის მსგავსად უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება სომხურმა მხარემაც დაიწყო.

ამასთან, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სეირან ოგანიანმა შაბათს აზერბაიჯანის მოსაზღვრე სომხეთის ტაუშსკის რაიონი მოინახულა და სასაზღვრო პუნქტებს ეწვია, რათა სამხედრო მოსამსახურეთა საბრძოლო მზადყოფნა და დაცველი კონსტრუქციების სანდოობა შეემოწმებინა. როგორც სააგენტო „რეგნუმ“ წერს, ოგანიანმა სამუშაო თათბირი ჩაატარა სამხედრო მეთაურებთან, ასევე შეხვდა სასაზღვრო ზოლში მცხოვრებ მოსახლეობას და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ მოწყობილი არცერთი პროვოკაცია პასუხის გარეშე არ დარჩება და სომხეთის შეიარაღებული ძალები შესაბამის ზომებს მიიღებენ“.

გამოცემა anspress-ის ცნობით კი, სომხეთში ყარაბაღის პირველ ომში მონაწილე გენერლების შეკრება გაიმართა, რომელზეც „მივიდნენ დასკვნამდე, რომ აზერბაიჯანულ მხარეს ძალიან მკაცრი და უხეში პასუხი უნდა გაეცეს, ამასთან არა ნაწილობრივი, არამედ ფართომასშტაბიანი“.

სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის მოადგილის რაზმიკ ზოგრაბიანის განაცხადებით, თუკი აზერბაიჯანი მაინც დაიწყებს ომს, „სომხეთი საკითხს რადიკალურად გადაწყვეტს“.

აზერბაიჯანში მოქმედმა „ყარაბაღის გათავისუფლების ორგანიზაციამ“ კი განაცხადა, რომ „აზერბაიჯანმა მაქსიმალური მოგება უნდა მიიღოს შექმნილი სიტუაციიდან და გააფართოოს საომარი მოქმედებების მასშტაბები, რათა სამუდამოდ გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები“.
0

ავტორი: