რუსეთი, სირიაში საომრად, ქვედანაყოფებს ამზადებს რუსეთი, სირიაში საომრად, ქვედანაყოფებს ამზადებს />


  09:32:11     11-06-2012

რუსეთი, სირიაში საომრად, ქვედანაყოფებს ამზადებს

a18960.jpg

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საზღვარგარეთ, მათ შორის სირიაში ოპერაციების ჩატარების მიზნით, სამხდრო ნაწილებს ინტებსიურად ამზადებს. საომარი მოქმედებების ჩასატარებლად ამ ქვეყანაში, შესაძლოა, ემზადებოდნენ ფსკოვის 76–ე სადესანტო–მოიერიშეთა დივიზია, სამარის მე–15  ქვეითთა ბრიგადა, ასევე ის ქვედანაყოფები, რომლებიც დაკომპლექტებული არიან „გრუს“ სპეციალური დანიშნულების ბატალიონების „ზაპადისა“ და „ ვოსტოკის“ ყოფილი მებრძოლებით. ამის შესახებ სამხედრო უწყების ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით „ნეზავისიმაია გაზეტა“ წერს.

ფსკოვის სადესანტო–მოიერიშეთა დივიზია, რუსეთის არმიაში ერთ–ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანია, აღნიშნავს გამოცემა. მისი ოფიცრები, ჯარისკაცები და სერჟანტები 2001 წელს კოსოვოს სამშვიდობო ოპერაციებში, 1994–1996 წლებისა და 1999–2007 წლების ორივე ჩეჩნურ ომში და საქართველოსთან 2008 წლის აგვისტოს ომებში მონაწილეობდნენ. 2004 წლიდან ეს დივიზია რუსეთის არმიაში პირველი გახდა, რომელიც მთლიანად კონტრაქტის საფუძველზე  სამხედრო მოსამსახურებით იქნა დაკომპლექტებული.

რაც შეეხებათ ჩეჩენ ჯარისკაცებს, 2006–2007 წლებში თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, სერგეი ივანოვის ინიციატივით, იმავე „ნეზავისიმაია გაზეტას“ ინფორმაციით, ლიბანში სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობდნენ. სხვათა შორის, ისინი 2008 წლის აგვისტოს ომშიც იბრძოდნენ ცხინვალი რეგიონში საქართველოს წინააღმდეგ.

მათ გარდა სირიაში  შესაძლო საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად უკვე გაიარეს მომზადება შავი ზღვის ფლოტის ქვეით მეზღვაურთა ცალკეული ბრიგადის სპეცდანიშნულების რაზმის ქვედანაყოფებმა. ისინი მაისში საგუშაგო ხომალდ  „სმეტლივით“ ხმელთაშუა ზღვაზე თითქმის ორთვიანი ვახტიდან დაბრუნების წინ სირიის პორტ ტარტუსს ეწვივნენ, სადაც რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის პუნქტი მდებარეობს.

„სმეტლივი“ სევასტოპოლში 31 მაისს დაბრუნდა, რის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა უკრაინულმა სააგენტო „უნიანმა“. ამასთან შავი ზღვის ფლოტის საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა, პირველი რანგის კაპიტანმა, ვიაჩესლავ ტრუხაჩევმა სააგენტოს განუცხადა, რომ სრუტეებში გავლისა და სირიის პორტში დგომის დროს „სმეტლივის“ უსაფრთხოებას შავი ზღვის ქვეით მეზღვაურთა ცალკეული ბრიგადა – ანტიტერორის ჯგუფი  უზრუნველყოფდა.

0

ავტორი: