კრემლი უკრაინის ოკუპაციას ახდენს კრემლი უკრაინის ოკუპაციას ახდენს />


  08:16:12     11-06-2012

კრემლი უკრაინის ოკუპაციას ახდენს

a18947.jpg

ლვოვში რამდენიმე ათასი ადამიანი უკრანული ენის დაცვის მიზნით ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა. ლვოვში დაწყებული დემონსტრაცია სრულიად უკრაინული აქციის - უკრაინული ტალღის დასაწყისად იქცა.

აქციის ორგანიზატორი რამდენიმე ოპოზიციური გაერთიანებაა, მისი მიზანი კი უკრაინელების გაერთიანებაა, რათა ხალხმა არ მისცეს უფლება მმართველ პარტიას დააკნინოს და შეზღუდოს უკრაინული ენა.

როგორც ცნობილია, უკრაინაში რამდენიმე ხნის წინ რადაში შეტანილ კანონპროექტთან დაკავშირებით მიტინგები დაიწყო. პროექტი, რომელიც პირველი მოსმენით მიიღეს, ქვეყნის 13 რეგიონში რუსული ენის რეგიონალურ ენად ქცევას ემსახურება.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანდრეი პარუბიმ განაცხადა, რომ რადაში პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, მის ინიციატორ მმართველ პარტიას - „კრემლის მარიონეტებს“ ბრძოლას გამოუცხადებენ.

ლვოვში გამოსული მომიტინგეები არა მარტო ენობრივ საკითხში შევიწროებაზე აცხადებდნენ: ჩვენ გვავიწროვებენ კულტურულად, სულიერად, ეკონომიკურად. კრემლიდან უკრაინის ოკუპაცია ხდება - განაცხადა პარუბიმ, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობისას საქართველოს მაგალითი მოიყვანა:

„ახლა ისმის კითხვა - როგორ უნდა მოვიქცეთ? და როგორ ვუპასუხოთ აგრესიას, რომელიც მიმდინარეობს? ჩვენ საქართველოს მაგალითზე ვნახეთ, რომ ისინი მზად არიან გაგზავნონ ტანკები, თუ ამის აუცილებლობა იქნება. ეხლა ჩვენი გაერთიანება და უკრაინისათვის ერთიანი ფრონტით ბრძოლაა საჭირო“ - განაცხადა დეპუტატმა.

ლვოვის საოლქო საბჭოს დეპუტატმა, ენათმცოდნე ირინა ფარიონმა მოუწოდა აქციის მონაწილეებს, სრულიად უკრაინული მობილზიაციისათვის მოემზადონ.

„სახალხო ვეჩეს მსჯელობის შედეგად მიღებულია დადგენილება, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინული ენის გამანადგურებელი კანონპროექტის მიღება უნდა ჩაითვალოს სიგნალად იანუკოვიჩის პრომოსკოვური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებისათვის.

ოპოზიცია აცხადებს, რომ პირველი, რასაც 28 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გააკეთებს, აკრძალავს ანტისახელომწიფოებრივ პოლიტიკურ პარტიებს - მმართველ რეგიონების პარტიას და კომუნისტურ პარტიას.

აქციის ორგანიზატორებმა მოუწოდეს მოსახლეობას, იანუკოვიჩსა და რადას თავმჯდომარეს კოლექტიური წერილები გაუგზავნონ და პროტესტი გამოთქვან ენის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მიტიგნგზე შეკრებილებმა გადაწყვიტეს, გენერალურურ პროკურატურას აღნიშნული კანონპროექტით გამოწვეული ნაციონალური შუღლის აღმოცენების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოსთხოვონ.

ლვოვში დაწყებული აქცია, იმედოვნებენ, რომ მთელს უკრაინაში გავრცელდება.

0

ავტორი: