ხილის ტორტი ხილის ტორტი />


  08:04:42     08-06-2012

ხილის ტორტი

a18866.jpg

მასალა:

450 გრამი სხვადასხვა სახის ხილი

150 გრამი კარაქი

1 ჭიქა შაქარი

2 ცალი კვერცხი

½ ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა

1 პაკეტი ვანილი

½ ჩაის კოვზი სასმელი სოდა

2 ¼ ჭიქა ფქვილი

1 სავსე ჩაის კოვზი მშრალი საფუარი

გარეცხილი, მომზადებული ხილი, კარაქი, შაქარი და სუნელები მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ 1 ჭიქა წყალი და ვხარშოთ 10 წუთის განმავლობაში. შევაგრილოთ და დავამატოთ საჭმელი სოდა და ათქვეფილი კვერცხები, შემდეგ ჩავაყაროთ ფქვილი, რომელსაც წინასწარ გახსნილი საფუარი უნდა შევურიოთ, ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთმანეთში. 20 სმ დიამეტრის მქონე ტორტის ფორმაში ჩავაფინოთ კარაქწასმული პერგამენტის ქაღალდი, მოვათავსოთ მასზე მომზადებული მასა და ზომიერ ტემპერატურაზე ვაცხოთ ტორტი, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში.

ტორტი დავჭრათ მეორე ან მესამე დღეს.

0

ავტორი: